რეგისტრაცია სასწავლო კურსზე „ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების საფუძვლები“ დაიწყო
13-09-2023
დაკოპირებულია
-
+
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიასთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომსახურების ხარისხის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხების შესწავლისა და რეგულირების მიმართულებებთან.
მონაწილის დასწრების მაჩვენებელი არ უნდა იყოს ტრენინგების ჯამური რაოდენობის 90%-ზე ნაკლები, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე სერთიფიკატი არ გაიცემა;
ტრენინგში მონაწილე ვალდებულია სრულად დაესწროს კონკრეტულ ტრენინგს. ზედიზედ 3-ჯერ ტრენინგის მსვლელობისას დატოვების შემთხვევაში მასზე სერთიფიკატი არ გაიცემა;
მონაწილე ვალდებულია არ დააგვიანოს ტრენინგზე. მაქსიმალური დაგვიანების დროდ დასაშვებია 5 წუთი. ზედიზედ 3 დაგვიანების შემთხვევაში ის ვერ გააგრძელებს ტრენინგზე დასწრებას;
მონაწილე ვალდებულია დაიცვას ეთიკის ნორმები და შეურაცხყოფა არ მიაყენოს ტრენერს და ტრენინგის ორგანიზატორებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე ავტომატურად მოიხსნება კურსიდან;
მონაწილე ვალდებულია მისი პირადი ტელეფონის ზარი გადაიყვანოს ვიბრაციის რეჟიმში ან ტელეფონს გაუთიშოს ხმა. აღნიშნული პუნქტის ზედიზედ 3-ჯერ არ გათვალისწინების შემთხვევაში, მონაწილე ვერ გააგრძელებს ტრენინგზე დასწრებას;
მონაწილე ვალდებულია გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კონკრეტულ ტრენინგზე დაუსწრებლობის მიზეზი ტრენინგის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 საათისა შეატყობინოს ელექტრონული ფორმით ან სატელეფონო ზარით ტრენინგის ორგანიზატორს.