სიახლეები
სკოლები

„ჩვენს სკოლაში 140-მა მერცხალმა შემოაბიჯა“ - პირველკლასელებს თბილისის N142 საჯარო სკოლამ საზეიმო ღონისძიებით უმასპინძლა
14-09-2023
-
+


აფრიალებული საქართველოს დროშები, ეროვნული სიმბოლიკით დატვირთული ნომრები, წითელ და თეთრ ფერებში გამოწყობილი მოსწავლეები, ჩოხებში შემოსილი მასწავლებლები და შთაბეჭდილებებით აღსავსე პირველკლასელები - დღესასწაული, რომელიც თბილისის N142 საჯარო სკოლის მატიანეს შეემატა.

ტრადიციისამებრ, 14 სექტემბერს, თბილისის N142 საჯარო სკოლა, საზეიმოდ შეეგება პირველკლასელებს. პატარებს, ემოციურმა ღონისძიებამ, სასკოლო ცხოვრების პირველი დღე დაუვიწყარ თავგადასავლად უქცია.

ღონისძიება დატვირთული იყო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით, რომლებსაც ნიჭიერი მოსწავლეები ასრულებდნენ. ბავშვებმა, დამსწრე საზოგადოებას შემოქმედებითი პერფორმანსიც წარუდგინეს და ღონისძიება ემოციურად, ეროვნული ჰიმნით დაასრულეს. ბოლოს კი, სკოლის დირექტორმა ეკატერინე ენდელაძემ, მშვიდობის ნიშნად თეთრი მტრედი ააფრინა.

წელს, 140-მა პირველკლასელმა შეაღო სკოლის კარი და სასკოლო ცხოვრებაში, დადებითი ემოციებით დატვირთულები ჩაერთნენ. დღე განსაკუთრებით ემოციური იყო სკოლის დირექტორითვის, ის, როგორც თავად უწოდებს - „მერცხლებს“, მთელი გულით ელოდა და ცდილობდა მათთვის დაუვიწყარი სანახაობა მოეწყო.

„დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი, ასევე საქართველოს ყველა სკოლისთვის. ტრადიციულად, სასწავლო წლის დაწყებამდე, ერთი დღით ადრე, პირველკლასელთათვის საზეიმო ღონისძიებას ვაწყობთ. პატარები და მათი ოჯახის წევრები ძალიან ღელავენ, ჩვენი მიზანი კი, ამ დღის შემსუბუქება და გამარტივებაა. გვინდა, რომ ფართოდ დავანახოთ სასკოლო სივრცე, ლამაზად შემოვაღებინოთ სკოლის კარი და ეს დღე, მათთვის შთაბეჭდილებებით აღსავსე, დაუვიწყარ თავგადასავლად ვაქციოთ. დღეს ჩვენს სკოლაში 140-მა მერცხალმა შემოაბიჯა. გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა, რაც სკოლის წარმატებაზე მიუთითებს და ამით ძალიან ვამაყობთ... შევეცადეთ, რომ ეს დღე ყოფილიყო დასამახსოვრებელი და იმედია გამოგვივიდა. წელს გადავწყვიტეთ, დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ღონისძიება პატრიოტული სულისკვეთებითა და ეროვნული სიმბოლიკით გამსჭვალული ყოფილიყო. დროშები ავაფრიალეთ, ყველა ბავშვი წითელ და თეთრ ფერებში გამოეწყო, ღონისძიება დავასრულეთ ჰიმნით, ბოლოს კი მშვიდობის ნიშნად თეთრი მტრედი გავაფრინეთ. მინდა ჩვენს პირველკლასელებს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება, მათ წინსვლა და წარმატება ვუსურვო.

ის სითბო და სიყვარული, რაც ჩვენის სკოლაში დახვდებათ პირველკლასელებს, მთელი ცხოვრების მანძილზე, მათი თანმდევი იქნება. ისინი აუცილებლად იქნებიან ქვეყნის სასიქადულო თაობა“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ეკატერინე ენდელაძე.

იხილეთ ფოტოები: 



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

სკოლებში 700-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული - ახალ კადრებს საქართველოს მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებენ

საკვანძო კომპეტენციებზე ორიენტირებული განაცხადი 26 აგვისტომდე უნდა წარადგინოთ - დეტალები

2000, 1000 და 500 ლარს გრანტით ჩარიცხული აბიტურიენტები მიიღებენ - დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება