მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პირველკლასელები სასწავლო წლის დაწყებისას, ახალ ცხოვრებას იწყებენ, რომელიც გამოწვევებითაა სავსე, სიტუაციას გაცილებით ართულებს ის ფაქტი, რომ მოსწავლეები ერთმანეთს არ იცნობენ. ამ პრობლემის გადასაჭრელად კი, გიზიარებთ სასკოლო თამაშებს:
დაიმახსოვრე სახელი
როცა მოსწავლეები ერთმანეთს გაიცნობენ და თანაკლასელების სახელებს გაიგებენ, მასწავლებელმა ისინი წყვილებად უნდა დაყოს, ამოცანა კი - 1 წუთში, ერთმანეთის სახელების გახსენება იქნება.
ერთი ფაქტი ჩემს შესახებ
თითოეულმა მოსწავლემ, დანარჩენებს თავის თავზე ერთი ფაქტი უნდა გაუზიაროს, მაგალითად: საყვარელი ფერი, საყვარელი საჭმელი, ჰობი და ა.შ.
ეს მოსწავლეებს დაეხმარება საკუთარი თავის წარმოჩენაში, სხვებს კი ერთი ფაქტით დაამახსოვრებენ თავს.
დაახასიათე ერთი სიტყვით
როცა მოსწავლეები ერთმანეთის შესახებ თითო ფაქტს მოისმენენ ახალი თამაშის დროც დადგება, მოსწავლეების ამოცანა იქნება მხოლოდ ერთი სიტყვით დაახასიათონ ერთმანეთი. ეს მოსწავლეებს კიდევ უფრო დააახლოებს და კომუნიკაციის ბარიერს მოანგრევს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ