მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა და ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია ბავშვების ადაპტაცია სკოლამდელ დაწესებულებასთან, აღმზრდელებთან...
თამუნა საღინაძე - ადრეული განათლების სპეციალისტი მშობლებს რამდენიმე რჩევას აძლევს, თუ როგორ გაუადვილონ პატარებს ახალ გარემოსთან შეგუება:
„ადაპტაცია, როგორც ნებისმიერი სიახლე, რთულია, არა მხოლოდ ბავშვის, არამედ მშობლისთვისაც. უფროსები არანაკლებ განიცდიან ბავშვთან განშორებას და ამიტომ მნიშვნელოვანია, პატარის ბაღში წასვლამდე, ადაპტაციაზე ზრუნვა ოჯახიდან დავიწყოთ.
პირველ ყოვლისა, მშობელმა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ბავშვს საბავშვო ბაღის შესახებ, სკოლამდელი დაწესებულებაც, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, აჯობებს რამდენიმე კვირით ადრე დაუკავშირდეს მშობელს, ჩაატაროს გაცნობითი სახის შეხვედრა, ასევე სასურველია, მშობელმა ბაღში მიყვანამდე ბავშვი ხშირად ასეირნოს იმ ტერიტორიაზე, რათა გარემო ნაცნობი გახდეს პატარისთვის;
ძველი მიდგომაა, თითქოს ბავშვი მარტივად ეჩვევა, როდესაც მშობელი ტოვებს და მიდის, მაგრამ მნიშვნელოვანია პატარა ემოციურად მშვიდ გარემოში შეეგუოს სტრესს“.
ადრეული განათლების სპეციალისტმა აღმზრდელების როლზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სასურველია მათ წინასწარ გაიცნონ ბავშვები:
„რაც უნდა კარგად მომზადებული აღმზრდელები და ხალისიანი გარემო დახვდეს ბავშვს, თუ შფოთვით მიდის ბაღში, არაფერი გამოვა; ასეთ სიტუაციაში, იგი გარემოს არ იკვლევს, მაგრამ როდესაც გვერდით ჰყავს ადამიანი, რომელიც უყვარს, მშვიდადაა, ხედავს ბაღის დადებით მხარეებს და აღმზრდელიც ახერხებს კომუნიკაციაში შესვლას. კარგ საერთაშორისო პრაქტიკად ითვლება ოჯახში ბაღის აღმზრდელის ვიზიტი; მესმის, მარტივი არაა, თუმცა შედეგიანია“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა