მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალი სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა ეს დღე საზეიმო ღონისძიებით არ დაწყებულა თბილისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის. 2023-2024 სასწავლო წლის პირველი დღე ამ ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის აქციით დაიწყო.
„დაგვიბრუნეთ ჩვენი სკოლა!“ - ეს არის აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა.
მშობლები და მოსწავლეები სკოლის დროულად აშენებას და მათი შვილებისთვის სრულფასოვანი განათლების მიცემის შესაძლებლობას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, სკოლა რამდენიმე წლის წინ დაინგრა და ის დღემდე არ აშენებულა.
„მესამე წელია, რაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. იგივე მდგომარეობაშია ნაძალადევში არაერთი სკოლა, რაც ამ რაიონს მძიმე მდგომარეობაში აყენებს. დანგრეული და მიწასთან გასწორებულია, მე-10, 113-ე, 11-ე, 14-ე საჯარო სკოლა, ბავშვებს სხვა სკოლებში მიკედლება და მეორე ცვლაში შეზღუდული საგაკვეთილო დროით სწავლება უწევთ, რაც მათი განათლების ხარისხს მკვეთრად აუარესებს“, - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.
აქციის კიდევ ერთი მონაწილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ სკოლის პროექტებს აჩვენებდნენ, დღემდე მშენებლობა არ დაწყებულა.
„ვაპროტესტებთ, რომ ამდენი წელი სკოლის მშენებლობას ველოდებით. პანდემიის პერიოდში გვითხრეს, რომ სკოლას დაანგრევდნენ, გვეგონა, იმ პერიოდს გამოიყენებდნენ, მაგრამ არ გამოუყენებიათ, პანდემიის დასრულების შემდეგ, გვეგონა, რომ რაღაც დაიწყებოდა, სხვათა შორის, პროექტებს, მაკეტებს გვაჩვენებდნენ, მაგრამ როგორც ხედავთ, არაფერი აშენებულა. როგორც კი აქცია დაანონსდა, დირექტორებმა მასწავლებლებზე, მშობლებზე დაიწყეს მუშაობა, რომ მაქსიმალურად შეეშალათ ხელი დღევანდელი აქციისთვის“, - განაცხადა მშობელმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა