სიახლეები
სკოლები

ნახუნაოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დირექტორის მისასალმებელი სიტყვით, საზეიმოდ, დაიწყო
18-09-2023
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში, წარმატებით, დაიწყო. 

მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს სკოლის დირექტორმა გერასიმე კიკალიშვილმა სიტყვით მიმართა. მან სასწავლო წლის დაწყება ყველას მიულოცა, მოსწავლეებს ნაყოფიერი წელი და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება უსურვა. დირექტორმა სტუდენტობა და აკადემიური წლის დაწყება სკოლის კურსდამთავრებულს - ლევან სიგუას მიულოცა, რომელიც უფასო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 

გერასიმე კიკალიშვილმა წუთიერი დუმილით შოვის სტიქიის შედეგად დაღუპული მოზარდების ხსოვნას პატივი მიაგო და ყველა ახალგაზრდას მშვიდობიანი ცხოვრება და სწავლა უსურვა.

თავის მხრივ, სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

„მოსწავლეებმა ქართული და ინგლისური ლექსები წაიკითხეს. პირველკლასელმა კი აღმართა საქართველოს დროშა, ჰიმნის შესრულებით და დარეკა პირველი ზარიც“,- გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლებში 700-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული - ახალ კადრებს საქართველოს მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებენ

საკვანძო კომპეტენციებზე ორიენტირებული განაცხადი 26 აგვისტომდე უნდა წარადგინოთ - დეტალები

2000, 1000 და 500 ლარს გრანტით ჩარიცხული აბიტურიენტები მიიღებენ - დოკუმენტი

ვის გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია, ცნობილი სასწავლო წლის დაწყებამდე გახდება - რატომ შეიცვალა დაჯილდოების თარიღი 

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება