სიახლეები
სკოლები

„ცოდნის ზეიმი“ ბანოჯის საჯარო სკოლაში
18-09-2023
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები ახალი, 2023-2024 წლის დაწყებას ენთუზიაზმითა და დიდი სიხარულით შეხვდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან,  „ცოდნის ზეიმი“ ტრადიციულად დაწყებითი განათლების მასწავლებელმა - ლელა ჩოგოვაძემ გახსნა, რომელსაც მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, სოფლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი მამა დავითი ესწრებოდნენ.

„ისევ დაიწყო 21-ე საუკუნის კიდევ ერთი ახალი სასწავლო წელი. ისევ გათენდა სექტემბრის დილა, ისევ აწკრიალდა ზარი. ახალი მიზნებითა და ამოცანებით, ჩვეული სიხარულით, ისევ გვეწვია ცოდნის დღესასწაული - ცოდნის ზეიმია სრულიად საქართველოში“, - ამბობენ სკოლაში.

სკოლის დირექტორმა - ნინო წილოსანმა სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სასკოლო საზოგადოებას და წარმატებები უსურვა მათ.

მან, ასევე, სერტიფიკატებით დააჯილდოვა სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართული და წარჩინებული აკადემიური მოსწრების მოსწავლეები, ხოლო სამახსოვრო ბარათები გადასცა პირველკლასელებს.

„პირველმაკლასელმა მოსწავლეებმაც ლექსებით მიულოცეს ერთმანეთს „ცოდნის ტაძარში“ პირველი ნაბიჯები. კვლავ იმედებით აწკრიალდა სკოლის ზარი, ბანოჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც უსაფრთხო გარემოში მიუსხდნენ მერხებს გამთბარი ცოდნის სხივებით და ჰიმნის ფონზე აღიმართა საქართველოს დროშა“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის რეიტინგული სია ცნობილია

NAEC გამოცდასთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს

მანდატურის სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილებანი კანომდებლობითაა დარეგულირებული

კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა

2024-2025 სასწავლო წელი 15 სექტემბერს არ იწყება

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება