სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N4 სკოლაში მოსწავლეებს საზეიმო ღონისძიებით დახვდნენ
19-09-2023
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო, პირველკლასელები კი, სასკოლო ცხოვრებას მხიარული და ხალისიანი განწყობით შეუერთდნენ.

უფროსკლასელებთან ერთად, პატარებმა ძალიან საინტერესო და ლამაზი ღონისძიება შესთავაზეს დამსწრე საზოგადოებას, შემდეგ კი, პირველი კლასის მასწავლებლები - თინათინ ნაცვლიშვილი და ფიქრია კვაბზირიძე, პატარებს საკლასო ოთახებისკენ გაუძღვნენ, სადაც სრულიად ახალი გარემო და ბევრი საინტერესო საჩუქარი დაახვედრეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირველი გულწრფელი ემოციების, სასკოლო ოთახში გადაღებული საინტერესო ფოტოების, მნიშვნელოვანი სტუმრების გამასპინძლების, მილოცვებისა და კეთილი სურვილების შემდეგ, ისეთი გაკვეთილი დაიწყო, როგორც ნამდვილ პირველკლასელებს შეეფერებათ. 

პატარებმა, მასწავლებლებთან ერთად ქცევის წესები  მოიფიქრეს, პედაგოგის დარიგებული ბარათები გააფერადეს, ერთმანეთს საკუთარი თავი წარუდგინეს და რაც მთავარია, დღე ლექსებითა და სიმღერებით გაალამაზეს. 

აღსანიშნავია, რომ პატარებმა ამოიცნეს და დაასახელეს ის სასწავლო ნივთები, რაც ჩანთაში უნდა ჰქონდეს მოსწავლეს.

სკოლის ზეიმს შეუერთდა ქალაქის მერი - გენადი ბალანჩივაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი - მამუკა  ჩხეტიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - გრიგოლ ყურაშვილი, წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატი - ხათუნა მაღლაკელიძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი - რიმა მარგიანი.

საპატიო სტუმრებმა სასკოლო საზოგადოებას მიულოცეს ახალი სასწავლო წლის დაწყება, შემდეგ კი პირველკლასელებს საზეიმოდ გადასცეს პორტაბელური კომპიუტერები.

„წარმატებები მე-4 საჯარო სკოლას, საგანმანათლებლო სივრცის თითოეულ წარმომადგენელს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლებში 700-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული - ახალ კადრებს საქართველოს მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებენ

საკვანძო კომპეტენციებზე ორიენტირებული განაცხადი 26 აგვისტომდე უნდა წარადგინოთ - დეტალები

2000, 1000 და 500 ლარს გრანტით ჩარიცხული აბიტურიენტები მიიღებენ - დოკუმენტი

ვის გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია, ცნობილი სასწავლო წლის დაწყებამდე გახდება - რატომ შეიცვალა დაჯილდოების თარიღი 

მასწავლებლების გამოცდების ჩატარების წესში ცვლილება შევიდა - დეტალები

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება