სიახლეები
სკოლები

თბილისის N12 სკოლამ მოსწავლეებს პირველი სასწავლო დღე დაუვიწყარ დღესასწაულად უქცია
19-09-2023
-
+


15 სექტემბერს, თბილისის N12 საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს. სკოლის დირექციამ ბავშვებს გრანდიოზული დახვედრა მოუწყო და 15 სექტემბერი დაუვიწყარ მოგონებად უქცია. 

ტრადიციულად, ქართული ჰიმნის ფონზე, აღიმართა ეროვნული დროშა. მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ, იყო გულწრფელი და ამაღელვებელი მილოცვები - დირექციის, მასწავლებლების, მოსწავლეთა თვითმმართველობის მხრიდან... 

იყო ბევრი ყვავილი, სიხარულით ანთებული თვალები, ღიმილი, სიყვარული და როგორც სკოლაში გვეუბნებიან, იმედი იმისა, რომ 2023-2024 სასწავლო წელი საუკეთესო იქნება სკოლის ცხოვრებაში.

სკოლაში მისვლა განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელებისთვის. მათ საზეიმო განწყობაზე სწავლის პირველ დღეს ანიმატორებმა იზრუნეს. ზღაპრის გმირებმა მოსწავლეები სახალისო აქტივობებში ჩართეს და ბავშვები გაამხიარულეს.

მოსწავლეთა სასწავლო მოტივაცია კი დამრიგებლებმა აამაღლეს, ისინი ბავშვებს დიდი სიყვარულით შეხვდნენ, სასკოლო ცხოვრების დაწყება მიულოცეს, მოწაფეებს დაჰპირდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ პირველ რიგში უყვარდეთ სკოლა, სწავლა, თავად კი მათ ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებაზე თავდაუზოგავად იშრომებენ. 

პედაგოგებმა პატარებს ზღაპრულად მორთული საკლასო ოთახები დაახვედრეს. პირველკლასელებს გადაეცათ მათი კუთვნილი ბუკები და სახელმძღვანელოები. ასე რომ ყველაზე პატარებმა პირველი სასწავლო წელი დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით დაიწყეს და სკოლის კარი გაბედული ნაბიჯებით შეაღეს, რაც ასე მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, სწორედ ამის ნათელი მაგალითია მოსწავლეთა საზეიმო მიღებაც. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:








კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მანდატურის სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილებანი კანომდებლობითაა დარეგულირებული

კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა

2024-2025 სასწავლო წელი 15 სექტემბერს არ იწყება

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება