მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში, პირველკლასელთა საზეიმო მიღება მოეწყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სამზადისმა და შეხვედრამ დიდი ოვაცებით, მხიარულად ჩაიარა, ბოლოს კი, ურთიერთგაცნობით დაგვირგვინდა.
პირველკლასელები სასკოლო ცხოვრებაში აციმციმებული თვალებითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ, პირველი დღე კი, მათთვის დაუვიწყარ დღესასწაულად იქცა.
სკოლის დირექტორმა - ლალი მელივამ, პირველკლასელებს და მათ მშობლებს კლასის დამრიგებლები - ეკა ბიბილური და ნინო გაგოევი წარუდგინა. ასევე, გააცნო საგნის პედაგოგები, აღსანიშნავია, რომ გაცნობის პირველი ეტაპი ძალიან სახალისო და სასიამოვნო აღმოჩნდა.
ბავშვებმა იცეკვეს, იმღერეს და სხვადასხვა აქტივობებით წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები დამსწრე საზოგადოებას კი, შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს საკლასო ოთახში დახვდათ წიგნები, მაისურები და მრავალფეროვანი საჩუქრები.
„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დადგომას. გისურვებთ წარმატებებს და საინტერესო, თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით