სიახლეები
სიახლეები

ყველაზე ბედნიერი ბავშვები ნიდერლანდებში ცხოვრობენ - 5 რამ, რასაც მშობლები იქ არასოდეს აკეთებენ
01-06-2024
-
+


მშობლები ბავშვებთან მიმართებით აღზრდის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანს თავისი სარგებელი აქვს, მაინც სხვადასხვა კვლევა ცხადჰყოფს, რომ ნიდერლანდელი ბავშვები ყველაზე ბედნიერები არიან მსოფლიოში. 

ამ საკითხით ჰოლანდიელი ფსიქოლოგი დაინტერესდა, რომელიც ნიდერლანდებში ოჯახებთან მუშაობს. ის დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა სხვადასხვა კულტურაში აღზრდის განსხვავებულ სტილს. 

ფსიქოლოგი გამოყოფს მშობლების ქცევებს, რომლებიც ეხმარებათ ბავშვებს უფრო ამტანები, დამოუკიდებლები, თავისუფლები და ბედნიერები იყვნენ.

„ჩემი, როგორც ფსიქოლოგის კვლევისა და ორი პატარა ქალიშვილის აღზრდის გამოცდილების საფუძველზე, აქ მოცემულია 5 რამ, რასაც ჰოლანდიელი მშობლები არასდროს აკეთებენ“, - წერ ის თავის ბლოგში.

ჩვენ არასდროს ვატარებთ ბავშვებს სკოლაში, როცა შეგვიძლია გამოვიყენოთ ველოსიპედი

აქ არის ველოსიპედის კულტურა, რომელიც ადრეული პერიოდიდანვე იწყება. როგორც კი ბავშვი წამოიზრდება, მას მაშინვე ასწავლიან მის ტარებას. მშობლებთან ერთად, ისინი ველოსიპედებზე სხდებიან და ნებისმიერ ამინდში სხვადასხვა ადგილას გადაადგილდებიან.

ქარიშხალში ველოსიპედით გასეირნება - წვიმის შესაბამისი აღჭურვილობით, რა თქმა უნდა - ბავშვებს ასწავლის, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა სახის დაბრკოლებებს შეხვდებიან ისინი ცხოვრებაში, აუცილებლად შეძლებენ მათ გადალახვას.

ის ასევე ასწავლის მათ დამოუკიდებლობას.  როდესაც ბავშვი 9-10 წლის გახდება, ბევრი მშობელი ენდობა მათ და სკოლაში ველოსიპედით დამოუკიდებლად უშვებს. ეს თავისუფლება და ნდობა ეხმარება ახალგაზრდებს ჩამოყალიბდნენ  თავდაჯერებულ მოზარდებად.

ჩვენ ზედმეტად არასდროს ვაკონტროლებთ შვილებს

ჰოლანდიელ ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად ირბინონ სათამაშო მოედანზე ზედმეტი ზედამხედველობის გარეშე.

„ერთმა ემიგრანტმა მშობელმა ერთხელ მითხრა, როგორ შოკში იყვნენ ისინი, როდესაც პირველად წავიდნენ ჰოლანდიურ მოედანზე. ყველა მშობელი იჯდა სკამზე, მშვიდად საუბრობდნენ ერთმანეთში, ხოლო მათი შვილები ცოცავდნენ, დარბოდნენ“, - აღნიშნავს ფსიქოლოგი.

მაგრამ ჰოლანდიელ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ურჩევენ, გამოიკვლიონ თავიანთი გარემო, ირწმუნონ საკუთარი თავი და დაეცემიც შემდგომ წამოდგომა ისწავლონ.

ჩვენ არასდროს ვმუშაობთ კვირაში 40 საათზე მეტს

ჰოლანდიელების ასეთი ბედნიერების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი არის ის, რომ ისინი აფასებენ სამუშაო-ცხოვრების ბალანსს.

2021 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნიდერლანდებში სამსახურების თითქმის ნახევარს აქვს ნახევარ განაკვეთზე სამუშაო. ჰოლანდიელი მამები ასევე იღებენ კვირაში მინიმუმ ერთ დღეს დასვენებას შვილებთან გასატარებლად.

სახლში თავისუფალ დროს ბავშვებთან ერთად ატარებენ. გამოყოფენ დროს სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობისთვის.

ჩვენ არასდროს ვჭამთ ბავშვებისგან განცალკევებით

ჰოლანდიელი მშობლები ხაზს უსვამენ იმას, რომ დღეში ერთხელ მაინც მიირთვან ერთად. 

კავშირის გრძნობა აუმჯობესებს ოჯახის ყველა წევრის ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ხელს უწყობს უფრო ბედნიერ, ემოციურად გაწონასწორებულ ბავშვებს. და ეს არ ავნებს იმას, რომ პურზე შოკოლადის სპრეი ("ჰაგელსლაგი") საუზმის პოპულარული ვარიანტია ნიდერლანდებში.

ჩვენ არასდროს ვამბობთ, რომ ჩვენი სიტყვა ბოლოა

ჰოლანდიელ მშობლებს სურთ, რომ მათმა შვილებმა გააცნობიერონ როგორც ნანახი, ასევე მოსმენილი. სწორედ ამიტომ, ისინი რთავენ შვილებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ამ გზით ბავშვები პატარა ასაკიდანვე სწავლობენ მოლაპარაკებას და ადგენენ პიროვნულ საზღვრებს. 

ჰოლანდიელი მშობლები ასევე არ ერიდებიან არასასიამოვნო თემების განხილვას.

„ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი შვილების მიღება ისეთი, როგორებიც არიან სინამდვილეში, არის ყველაფერი, რაც მათ ნამდვილად სჭირდებათ, რომ გახდნენ თავდაჯერებულები, ბედნიერები და გაწონასწორებული პიროვნებები“, - ამბობს ფსიქოლოგი.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება