სიახლეები
სკოლები

კოტიანეთის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს
20-09-2023
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი მოსწავლე-მასწავლებლებმა ამაღლებული განწყობით დაიწყეს.

ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და შთაბეჭდილებებით აღსავსე პირველკლასელთათვის იყო. მათთვის დამრიგებელმა - ლალიკო კობახიძემ საკლასო ოთახი სადღესასწაულოდ, ბუშტებით, დეკორაციებით მორთო, რამაც ბავშვები გაახალისა და განწყობა აუმაღლა.

ბავშვებს ბედნიერება და სიხარული აღებეჭდათ სახეზე, როდესაც კლასში საზეიმო გარემო, ბუკები და სახელმძღვანელოები დახვდათ.

ეს დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთათვის.

„გილოცავთ ჩემო პატარებო თქვენთვის სრულიად ახალ, საოცარ სამყაროში შემობრძანებას. გისურვებთ, რომ ყოველთვის ბედნიერებისგან ციმციმებდეს თქვენი თბილი და ტკბილი თვალები. წარმატებების გზით გევლოთ მთელი ცხოვრება. მუდამ გახსოვდეთ, რომ „განათლება საგანძურია, ცოდნა კი მისი გასაღები“, - ასე მიმართა პატარებს კლასის დამრიგებელმა ლალიკო კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ვის გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია, ცნობილი სასწავლო წლის დაწყებამდე გახდება - რატომ შეიცვალა დაჯილდოების თარიღი 

მასწავლებლების გამოცდების ჩატარების წესში ცვლილება შევიდა - დეტალები

თუ არჩევითი კურსი რომელიმე საგნობრივ ჯგუფს არ განეკუთვნება -  განმარტება მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის

აბიტურიენტები შედეგებს მოუთმენლად ელიან და ჩარიცხვებთან დაკავშირებით, უამრავ კითხვას სვამენ

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება