TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

„კაცი, რომელიც ჰაერივით სჭირდებოდა ოჯახს, სკოლასა და საზოგადოებას“- წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი გარდაიცვალა
11-05-2018
-
+


9 მაისს, 57 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი მერაბ კვარაცხელია. 

მერაბ კვარაცხელია 17 წელი წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი იყო, ბოლო წლებში კი სკოლაში სპორტს ასწავლიდა. 

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მანანა სონგულიას თქმით, მერაბ კვარაცხელია ძალიან აქტიური პედაგოგი იყო.  

„გამუდმებით ცდილობდა, მოსწავლეები სპორტულ შეჯიბრებებზე გაეყვანა, ემზადებოდა „კოკა-კოლას“ თასისთვის, გოგონებისა და ბიჭების გუნდს ყოველ დილით ავარჯიშებდა და  გვპირდებოდა „კოკა-კოლას“ თასი ჩვენი იქნებაო“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი. 

მერაბ კვარაცხელია საზოგადოებრივად აქტიური პიროვნება იყო. იგი რაიონში ტურიზმის განვითარებით იყო დაინტერესებული. ტობავარჩხილზე ტურისტები დაჰყავდა და წალენჯიხაში უცხოელების პირველი დამხვდური იყო. 

„ძალიან ბევრ უცხოელს სტუმრობდა ოჯახში და ზამთარ-ზაფხულ ტობავარჩხილზე აჰყავდა.  ტობავარჩხრილის შესახებ ბევრი აქვს დაწერილი“, - აღნიშნავს მანანა სონგულია. 

მერაბ კვარაცხელია 2014-2017 წლის ჩათვლით ადგილობრივი საკრებულოს წევრი იყო. პედაგოგი ასევე ჩართული იყო პროფესიულ კოლეჯ „ლაკადას“ სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში. 

სკოლა, დირექტორის მანანა სონგულიას ხელმძღვანელობით, მწუხარებას გამოთქვამს პედაგოგის გარდაცვალების გამო. 

„კაცი, რომელიც ჰაერივით სჭირდებოდა ოჯახს, სკოლას, საზოგადოებას. მეგობარი, რომელიც იყო უღალატო, სიკეთითა და სიყვარულით სავსე. ადამიანი, რომელიც უზომოდ იყო შეყვარებული თავის მშობლიურ კუთხეზე, ბუნებრივ მემკვიდრეობებზე. მასწავლებელი, რომელსაც თავისი ხელწერა ჰქონდა მოსწავლეებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები ტოვებენ ამ წუთისოფელს. უფალს ებარებოდეს მერაბ შენი სული!“ - სოციალურ ქსელში წალენჯიხის N2 საჯარო სკოლა ამ პოსტით ეხმიანება სპორტის მასწავლებლის გარდაცვალების ამბავს. 

Etaloni.ge თანაგრძნობას უცხადებს სკოლას და გარდაცვლილის ოჯახს. 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სახელმწიფომ 205 000 ლარი გამოყო მაგისტრების დასაფინანსებლად - დეტალები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება