მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულებასთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩაატარა, რასაც წინ უძღვოდა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ უმაღლეს სასწავლებლებს პირდაპირ მოსთხოვა, უბრალოდ გაენულებინათ სტუდენტების დავალიანება.
აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრმა განმარტა:
„მინდა განცხადება გავაკეთო სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულების თაობაზე:
პრემიერმა 15 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დავალიანება გაუნულდებოდათ იმ სტუდენტებს, ვისაც სტატუსი შეჩერებული აქვთ ფინანსური ფაქტორის გამო;
აქედან გამომდინარე, დაგვევალა მე და ფინანსთა მინისტრს ამ მიმართულებით უნივერსიტეტებთან მუშაობა და შესაბამისი მექანიზმების შექმნა; დავიწყეთ სამინისტროში აქტიური მუშაობა როგორც საჯარო, ისე კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
შეხვედრები გაიმართა და ყველა უნივერსიტეტის რექტორმა დადებითად შეაფასა ყველა გადწყვეტილება - მათ ხელი მოაწერეს შესაბამის მემორანდუმს...
სტუდენტებს არც ერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ და მათ გაუნულებენ სრულად არსებულ დავალიანებას.
რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს,შევთავაზეთ არსებული დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება, რასაც დაეთანხმა ყველა, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა. მათ ჰყავთ ასეთი 1000 სტუდენტი და ისინი ვერ ისარგებლებენ ამ შეღავათით. ამ ორმა უნივერსიტეტმა არ გამოთქვა, თანაშრომლობის სურვილი“.
მინისტრმა სიცრუე უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს „სამინისტრო რაიმე ფორმით ზემოქმედებდა კერძო უნივერსიტეტებზე და მათ ხარჯზე ცდილობდა სტუდენტებისთვის ფინანსური დავალიანების განულებას“.
გიორგი ამილახვარმა განმარტა, რომ სახელმწიფო კერძო უმაღლეს სასწავლებლებს სტუდენტთა დავალიანების 20 პროცენტს აუნაზღაურებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა