სიახლეები
სიახლეები

KIU არის ადგილი, სადაც თეორიული ცოდნის და პრაქტიკული გამოყენების საშუალება გაქვს - გაიცანით, წარმატებული სტუდენტი და ტრენერი მიხეილ უბირია
22-09-2023
-
+


„საოცარი გამოცდილება იყო უცხოელი დარგის ექსპერტებთან ერთად მუშაობა სხვადასხვა საკითხებზე დისტანციურად თუ ადგილზე”  - ასე აჯამებს მის გამოცდილებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტი და პროექტ „კიბერუსაფრთხოების საფუძვლების“ ერთ-ერთი ტრენერი მიხეილ უბირია. 

აღსანიშნავია, რომ მიხეილი პირველად იყო ტრენერი და როგორც თავად გვეუბნება, მისთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო აუდიტორიასთან კომუნიკაცია და ტრენინგების ჩატარება. ამასთანავე, როგორც ტრენერისთვის ეს საოცარი გამოცდილება იყო.

მისივე თქმით, ის ბავშვობიდან იყო დაინტერესებული კიბერუსაფრთხოებით და დიდ დროს უთმობდა ამ სფეროს შესწავლას. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა კი მას ეხმარება მიღებული ცოდნა გაიღრმაოს და მიიღოს, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდილება და სხვადასხვა მიმართულებით შეძლოს საკუთარი უნარების განვითარება. 

KIU არის ადგილი სადაც შეგიძლია ისწავლო და ამავდროულად სხვების მასწავლებელიც იყო. ამის ნათელი მაგალითი კი მისი ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი მიხეილ უბირიაა, რომელმაც ზეამოაღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად და ტრენერობისთვის საკმაოდ ბევრი იშრომა.
 გაიარა ტრენერთა გადამზადების კურსი, რათა მის მიერ ჩატარებული ტრენინგი დამსწრე აუდიტორიისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი ყოფილიყო. 

„ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო გამოწვევა იყო „კიბერუსაფრთხოების საფუძვლების“ ტრენინგკურსის ტრენერობა. არასდროს ვყოფილვარ ტრენერი და აქ უდიდესი გამოცდილება მივიღე, რომელსაც სამომავლოდ აუცილებლად გამოვიყენებ. მსურს, უფრო გავიღრმავო ცოდნა კიბერუსაფრთხოების სფეროში და სამომავლოდ სწავლის გაგრძელებას უცხოეთშიც ვგეგმავ. რაც შეეხება აღნიშნულ ტრენინგს, ჩემი აზრით, მსმენელებისთვის ძალიან საინტერესო იყო იმ კიბერრისკებზე საუბარი, რის წინაშეც ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს. მიდგომები, პრევენციის გზები და კიბერუსაფრთხოების საწყისები ვფიქრობ ყველა სფეროთი დაინტერესებული ადამიანისთვის საჭირო გამოცდილებაა“, -  ამბობს მიხეილი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ტრენინგ კურსის - „კიბერუსაფრთხოების საფუძვლები“ განხორციელება სექტემბრის დასაწყისში დაიწყო, სადაც 80 მონიწილე შეირჩა. მიხეილიც აქტიურად იყო ჩართული ტრენინგებში და დაუზარებლად უზიარებდა მის ცოდნასა და გამოცდილებას პროექტში მონაწილეებს. აღსანიშნავია, რომ კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: ფიზიკური, ინფორმაციული და ვებუსაფრთხოება, წვდომის კონტროლი, შეღწევადობის ტესტირება, საფრთხეების ლანდშაფტი და სხვა. ტრენინგ კურსის დასრულების შემდეგ, KIU-ს სერტიფიკატის მისაღებად, მონაწილეებს გამოცდა ჩაუტარდებათ.

ქართულ ბაზარზე კიბერუსაფრთხოება, როგორც სფერო ახლა იმკვიდრებს ადგილს. KIU-სა და USAID-ის თანამშრომლობით კი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პრეცენდენტი იქმნება და მოხარულია რომ ამ ყველაფრის თანამონაწილე თავადაც  იყო. ამასთან, მიხეილი გვეუბნება, რომ სწავლების პროცესში თვითონაც ძალიან ბევრი ახალი აღმოჩენა გააკეთა და უფრო სიღრმისეულად შეისწავლა ეს სფერო.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება 

ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ თანამშრომლებს დაეხმარა

ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციისთვის - მოსწავლის საგამოცდო დრო და ადგილი ბარათზეა მითითებული 

ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეს, რომელიც კვიპროსში ფეხბურთის სათამაშოდ გაემგზავრა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

კონკურსში სამივე  საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა

სულდის საჯარო სკოლაში 3 მარტის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება