სიახლეები
სკოლები

ქერეს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო 
25-09-2023
-
+


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ, საქართველოს დროშის აღმართვით და სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერებით დაიწყო. 

გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, მათ სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სკოლაში მთელი დღის განმავლობაში სადღესასწაულო განწყობა იგრძნობოდა. მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ. ეს მნიშვნელოვანი დღე სასკოლო საზოგადოებას სკოლის დირექტორმა ლეილა ჩიტაურმა მიულოცა. 

„ახალი სასწავლო წელი - ახალი შემართებით, იმედებით! გილოცავთ, წარმატებული და ნაყოფიერი ყოფილოყოს ყველასთვის, ჩვენო ძვირფასებო“,- წერს სკოლის დირექტორი ლეილა ჩიტაური. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ვის გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია, ცნობილი სასწავლო წლის დაწყებამდე გახდება - რატომ შეიცვალა დაჯილდოების თარიღი 

მასწავლებლების გამოცდების ჩატარების წესში ცვლილება შევიდა - დეტალები

თუ არჩევითი კურსი რომელიმე საგნობრივ ჯგუფს არ განეკუთვნება -  განმარტება მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის

აბიტურიენტები შედეგებს მოუთმენლად ელიან და ჩარიცხვებთან დაკავშირებით, უამრავ კითხვას სვამენ

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება