სიახლეები
სიახლეები

რესურსსკოლების გაძლიერება და ახალი ეროვნული სისტემის მოდელი - სამინისტრო დეტალებზე
24-09-2023
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამწლიანი პროექტის „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერთან და საქართველოში ნორვეგიის ელჩ ბერგლიოტ ჰოვლანდთან ერთად გახსნა.

თამარ მახარაშვილმა სიტყვით მიმართვისას ინკლუზიური განათლების მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის პროექტში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა და მოსწავლეზე მაქსიმალურად ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნის კუთხით ინოვაციური მიდგომების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროცესის თითოეული ბავშვის საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგება.

პროექტი „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის პარტნიორობით განხორციელდა და მიზნად ისახავდა ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელი შემუშავდა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა პასუხისმგებლობისა და მომსახურების ერთ სივრცეში მობილიზებას, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს არსებული რესურსების კოორდინირებულად მართვას, ეფექტიანად გამოყენებასა და კომპეტენციების ფოკუსირებულად გაძლიერებას. ამასთან, ახალი სისტემა უზრუნველყოფს რესურსსკოლების გაძლიერებას, საჯარო სკოლების კონსულტირების კომპონენტის გაუმჯობესებას, ეფექტიანი ოპერაციული გუნდების ფორმირებასა და საჭიროებების შესაბამისად, ახალი მხარდამჭერი სერვისების განვითარებას.

ახალი სისტემის დანერგვა ასევე ითვალისწინებს საფუძვლიან, თანმიმდევრულ და თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ მრავალმხრივ საგანმანათლებლო მხარდაჭერასა და სასწავლო გარემოში ინკლუზიური განათლების პრაქტიკის ხარისხის გაუმჯობესებას. შედეგად, გაიზრდება საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა.

მნიშვნელოვანია, რომ ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის დანერგვის ფარგლებში ხარისხიანი ინკლუზიური განათლების ხელშეწყობაზე პასუხისმგებელი პროფესიონალებისთვის ლიდერობის განვითარებისა და კონსულტირების ტრენინგ-პროგრამები ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში დაგეგმილია ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ეროვნული სისტემის მაკოორდინირებელი სამმართველოს შექმნა, რომელიც სასკოლო საზოგადოებას ახალ მომსახურებებს შესთავაზებს.

პროექტის „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველოს, რესურსსკოლების, ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის საერთაშორისო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა და ინკლუზიური განათლების სფეროს ექსპერტებმა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

ქართული დროშა სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა 

რეგისტრაცია დაიწყო - განრიგი და ტესტების ნიმუშები

სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ხვალიდან განახლდება

სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის შედეგები ცნობილია - ანგარიში 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა 2024 წელი გააცილეს და ახალი 2025 წლის შემობრძანება იზეიმეს

საახალწლო ზარ-ზეიმმა მთელი სკოლა მოიცვა

აღნიშნული სპექტაკლით მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ახალი 2025 წელი 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება