სიახლეები
სკოლები

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა
25-09-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს.

ღონისძიება საქართველოს ჰიმნის გაჟღერებით და დროშის აღმართვით დაიწყო, შემდეგ სასკოლო საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო შოვში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილებს.

სკოლის დირექტორი ქალბატონი ნათელა ტაკიძე მიესალმა პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს. ისაუბრა  სკოლის მიღწევებზე. შემდეგ სკოლის ხელმძღვანელმა აკადემიურად წარმატებულ და სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობებში გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები გადასცა.

სწავლის დაწყება ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას მიულოცა მიწვეულმა სტუმარმა სოფლის საკრებულოს წარმომადგენელმა, გურამ აბაშიძემ. სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი სასკოლო საზოგადოების წინაშე ახალი საცეკვაო ნომრით წარსდგა.

განსაკუთრებული სითბოთი დახვდნენ დამრიგებლები პირველკლასელებს, რომელთაც სახელმწიფო პროგრამით ბუკები და სახელმძღვანელოები გადაეცათ.

სკოლის დირექცია ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს. წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს მათ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ვის გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია, ცნობილი სასწავლო წლის დაწყებამდე გახდება - რატომ შეიცვალა დაჯილდოების თარიღი 

მასწავლებლების გამოცდების ჩატარების წესში ცვლილება შევიდა - დეტალები

თუ არჩევითი კურსი რომელიმე საგნობრივ ჯგუფს არ განეკუთვნება -  განმარტება მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის

აბიტურიენტები შედეგებს მოუთმენლად ელიან და ჩარიცხვებთან დაკავშირებით, უამრავ კითხვას სვამენ

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება