მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი განსაკუთრებულად დაიწყო.
სკოლამ 150 წლის იუბილე აღნიშნა, რასთან დაკავშირებითაც საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სასკოლო საზოგადოებას ეს მნიშვნელოვანი თარიღი სტუმრებმა - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - პაპუნა მარგველიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ასლან საგანელიძემ, ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის კახაბერ რეხვიაშვილის ხელმძღვანელობით, თემის მაორიტარმა დეპუტატმა - დავით გოგსაძემ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ველევის თემში - გრიგოლ ჩიხრაძემ მიულოცეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სათემო საზოგადოების წარმომადგენლები და შვიდწლიანი სკოლის პირველი დირექტორის ქალიშვილი.
როგორც ველევის საჯარო სკოლის „ეტალონი მასწავლებელი“ თეონა მაცაბერიძე გვიყვება, ღონისძიების დაწყებისას შეკრებილმა საზოგადოებამ ბუნებრივი კატასროფის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. სკოლის დირექტორმა ეკატერინე ჭიჭინაძემ ისაუბრა სკოლის მდიდარ წარსულზე, მიღწევებზე, ტრადიციებზე, მის როლსა და მნიშვნელობაზე თაობების აღზრდისა და თემის განვითარების საქმეში.
სტუმრებმა კი დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭება მიულოცეს სკოლის დირექტორს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, კატუშა (ეკატერინე) ჭიჭინაძე-გოგსაძეს. მოსწავლეებმა ლიზი და ნიკოლოზ გოგსაძეებმა წაიკითხეს ლექსები. სკოლის კურსდამთავრებულებმა სიყვარულითა და პატივისცემით გაიხსენეს სკოლაში გატარებული დღეები.
„ველევის საჯარო სკოლას დაარსებისადნ 150 წელი შეუსრულდა. სოფელში სკოლა 1873 წელს დაარსდა და დღემდე ღირსეული წვლილი შეაქვს თაობების აღზრდის საქმეში. ასორმოცდაათწლოვანი იუბილეს აღსანიშნავად სკოლაში ღონისძიება გაიმართა, მოწვეული გვყავდა სოფელში სკოლის გახსნის ინიციატორის ქრისტეფორე კვიტაშვილის შთამომავალი დავით კვიტაშვილი. განსაკუთრებულად აღსანიშნავია ამ გვარის დამსახურება სოფელში განათლების შემოტანის საქმეში, მათ თავიანთი ადგილი გადასცეს სოფელს და უხელმძღვანელეს პირველი სკოლის შენობის, ხის დათლილი მორებისაგან, ე.წ. „ჯარგვალა სკოლის“, აგების საქმეს. ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა. საიუბილეო თარიღის აღნიშვნით კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი ჩაიწერა სკოლის ისტორიაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება