მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მარინა შანშიაშვილი პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა, რაც მის პროფესიულ სტატუსზე აისახა.
მარინა შანშიაშვილს პედაგოგის უმაღლესი სტატუსი მიენიჭა და მენტორი მასწავლებელი გახდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა.
სკოლის დირექტორი ლალი იაკობიშვილი-ჩერქეზიშვილი და პედაგოგები მარინა შანშიაშვილს წინსვლას ულოცავენ და ნაყოფიერ და წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას უსურვებენ.
„სასიხარულო, საამაყო ინფორმაცია ჩვენი სკოლისთვის, ინგლისური ენის მასწავლებელს - მარინა შანშიაშვილს მენტორის სტატუსი მიენიჭა. გილოცავთ, დამსახურებულ, ღირსეულ წარმატებას, ვამაყობთ შენით, გვეიმედები და ვუერთდებით ამ სიხარულს“, - ვკითხულობთ მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში