სიახლეები
სიახლეები, სხვა სიახლეები

Toytoy • თოითოი - სათამაშოების ახალი ბრენდი ბავშვებისა და მოზარდებისთვის  
26-09-2023
-
+


ბავშვის განვითარების გზაზე ერთ-ერთ მთავარ როლს თამაში ასრულებს, ეხმარება მათ ახალი უნარების შეძენასა და  სამყაროსთან ადაპტაციაში. სწორედ ამ მიზნით ქართულ ბიზნეს სივრცეში ახალი სათამაშოების ბრენდი Toytoy • თოითოი შეიქმნა. Მაღალი ხარისხი, ეკოლოგიურად სუფთა და მრავალფუნქციური პროდუქცია ოთხმა მამამ, შვილების საჭიროებების გათვალისწინებით გააერთიანა. პატარებისა და მოზარდების საყვარელი სათამაშოები კომპანიის პირველ ფილიალში, ფარნავაზ მეფის 1-ელ ნომერში, „გუდვილის“ შენობაშია წარმოდგენილი.   

პატარებისთვის, მოზარდებისა და დიდებისთვის „თოითოიში“ მაღალი ხარისხის, ეკოლოგიური და მრავალფუნქციური პროდუქცია გაერთიანდა. თანამედროვე დიზაინის კონცეფციით შექმნილ სივრცეში შეხვდებით LEGO-ს, Janod-ის, Make it Real-ისა და 20-მდე სხვა ბრენდის 600-ზე მეტი დასახელების სათამაშოს. 

„თოითოი“ ოფიციალურად 24 სექტემბერს გაიხსნა და პირველივე დღიდან მიიღო გულთბილი მილოცვები და მომხმარებლების დადებითი გამოხმაურებები. გეგმების შესახებ კი კომპანიის დირექტორს და ერთ-ერთ დამფუძნებელ მამას, ირაკლი მაჩაბერიძეს გავესაუბრეთ:

  • როგორ დაიბადა „თოითოი“ ?
- პარტნიორებს, რომელთაც გვაერთიანებს, პირველ რიგში, შვილების განვითარებასა და სწავლაზე ზრუნვა, დაგვებადა იდეა, ჩვენ თავად შეგვექმნა ახალი გამოცდილება სათამაშოების ქართულ ბაზარზე. Სსწორედ ასე გადავწყვიტეთ გვეზრუნა მრავალფუნქციური, განმავითარებელი და ხარისხიანი სათამაშოების სივრცის შექმნაზე.

  • Რა არის თოითოის გეგმა?
- „თოითოის“ მისიაა იზრუნოს ბავშვების განვითარებაზე და შექმნას მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილება. ჩვენი ამოცანაა ბავშვებს კიდევ უფრო მეტად შევაყვაროთ თამაში და სათამაშოები, შევთავაზოთ მათთვის უკვე კარგად ცნობილი სათამაშოების მრავალფეროვანი არჩევანი და გავაცნოთ ახალი, საინტერესო ბრენდები. 

ამ ახალ წამოწყებას თანამედროვე ხედვებით მივუდექით და სამომავლოდ, სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. მასშტაბურია კომერციული გეგმებიც, გვინდა, რომ მომავალში გავხდეთ კონკურენტუნარიანი ქსელი სათამაშოების ქსელი ბაზარზე. 

  • რომელი ბრენდის სათამაშოებს იხილავს მომხმარებელი თოითოის ფილიალში?
- „თოითოიში“ მომხმარებელს დახვდება LEGO-ს ფართო არჩევანი, არა მხოლოდ ბავშვებისთვის, მათ შორის 18 წელს ზემოთ ლეგოს მოყვარულთათვისაც. „თოითოიში“ გვაქვს ფრანგული მაღალი ხარისხის ეკოლოგიური ბრენდი Janod-ის საუკეთესო განმავითარებელი სათამაშოები. შეგხვდებათ სხვადასხვა ბრენდების როლური თამაშების, შემოქმედებითობის განმავითარებელი და გონების სავარჯიშო სათამაშოები. 

  • დღეს მომხმარებლისთვის გარდა ხარისხისა მნიშვნელოვანია ფასი, როგორია თოითოი ჯგუფის საფასო პოლიტიკა?
- ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო ყველანაირი სურვილისა თუ მოთხოვნის მქონე მომხმარებლისთვის. შესაბამისად, ბავშვებისთვის საყვარელ ბრენდებზე, სხვა ქსელებთან მიმართებით, საკმაოდ კონკურენტული ფასი გვექნება.

  • და რაც მთავარია, როდის და სად შეძლებს მომხმარებელმა შეიძინოს თქვენი პროდუქცია?
- „თოითოის“ პირველი მაღაზია ფარნავაზ მეფის პირველ ნომერში, „გუდვილის“ შენობაში გაიხსნა. შესაბამისად მომხმარებლებს უკვე ველოდებით. ჩვენი Facebook გვერდის საშუალებით კი შეგიძლიათ სიახლეებს ადევნოთ თვალი და ამავე დროს „თოითოის“ თავგადასავალსაც გაეცნოთ. აქვე სიამაყით და სიხარულით დავამატებ, რომ დაწყებული გვაქვს მუშაობა და მალე „თოითოის“ ვებ-გვერდსაც გაგაცნობთ, სადაც ონლაინ გაყიდვების პლატფორმაც იქნება ინტეგრირებული, რაც მომხმარებლებს სასურველი სათამაშოს შერჩევისა და შეძენის პროცესს კიდევ უფრო გაუმარტივებს. 


მადლობა ამომწურავი ინფორმაციისთვის! თოითოის ვუსურვებ წარმატებას და ბავშვების გულის მოგებას!








R


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი

 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება