სიახლეები
სკოლები

„ვიწყებთ, ახალი იდეებითა და დიდი იმედებით“ - თამაკონის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სასწავლო პროცესის განახლებას შემართებით შეხვდნენ
26-09-2023
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლის დირექტორმა აზა გადელიამ მასწავლებლებს მიმართა.

„დარწმუნებული ვარ, რომ დიდი სიხარულით მობრძანდებით სკოლაში, ახალი იდეებითა და დიდი იმედებით იწყებთ ახალ 2023 2024 სასწავლო წელს. მეც ზუსტად ისე ვარ ახლა, როგორც თქვენ.... გელოდებით და თან ვფიქრობ, თუ როგორ დავიწყოთ ახალი სასწავლო წელი ისე, რომ ამ პატარა „დროებით სამყოფელში“ ყოველი დღე დიდი სიყვარულით, პროფესიული წინსვლითა და მოსწავლეთა გაღიმებული თვალებით გათენდეს და დაღამდეს!
როგორც ყოველთვის, ახლაც მაღალი მოლოდინები მაქვს თქვენგან, გისურვებთ წარმატებებს ჩვენი მოსწავლეების საკეთილდღეოდ“,- წერდა სკოლის დირექტორი აზა გადელია. 
 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ვის გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია, ცნობილი სასწავლო წლის დაწყებამდე გახდება - რატომ შეიცვალა დაჯილდოების თარიღი 

მასწავლებლების გამოცდების ჩატარების წესში ცვლილება შევიდა - დეტალები

თუ არჩევითი კურსი რომელიმე საგნობრივ ჯგუფს არ განეკუთვნება -  განმარტება მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის

აბიტურიენტები შედეგებს მოუთმენლად ელიან და ჩარიცხვებთან დაკავშირებით, უამრავ კითხვას სვამენ

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება