მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ფობიის არაერთი სახეობა არსებობს, გაგიკვირდებათ და ადამიანებს რიცხვებისაც კი ეშინიათ, მაგალითად, ოქტოფობია 8-ანის შიშია, თუმცა ამაზე მოგვიანებით. დღეს განვიხილავთ განათლებასთან დაკავშირებულ ფობიებს, რომლებიც ყველა მასწავლებელმა უნდა იცოდეს.
განათლება სკოლებიდან იწყება, პირველი ფობიაც - სქოლიოფობია, რომელიც სკოლის შიშს გულისხმობს. მოსწავლეებს ის ჩვეულებრივ, სახლიდან გასვლისას უვლინდებათ, ეწყებათ პანიკური შეტევა, რომელიც მხოლოდ მაშინ ქრება, როცა დარწმუნდებიან, რომ სკოლაში არ წავლენ.
შემდეგი გახლავთ - ბიბლიოფობია, ის წიგნების შიშია, რომელიც ჩვეულებრივ იწყება ადრეულ ასაკში, მაგალითად, სკოლაში, როდესაც ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ კითხვის უსიამოვნო გამოცდილება. აი მაგალითად, ბავშვი, რომელსაც უჭირს კითხვა და ხმამაღლა უნდა წაიკითხოს ტექსტი, რადგან ამას მასწავლებელი სთხოვს. კლასის წინ კითხვას იწყებს, ამას ძალიან ნელა აკეთებს და ნერვიულობის გამო სიტყვა ებმის, რასაც შესაძლოა თანაკლასელების სიცილი მოჰყვეს, მასწავლებლის საყვედური, კრიტიკა და ა.შ. წლების შემდეგაც კი, ყოველ ჯერზე, როცა ტექსტი უნდა წაიკითხოს, მას ახსენდება უსიამოვნო გამოცდილება. კითხვის შიში წიგნის შიშად გარდაიქმნება და მას, ბიბლიოფობია უვითარდება.
ატიქიფობია - წარუმატებლობის შიშია, რომლის გამოც ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს საკუთარ თავში იპოვოს ძალა, ის დაბრკოლებასაც მარტივად ნებდება. ამ დროს, ადამიანი ხშირად წინასწარ განაწყობს თავს უარყოფითი შედეგისთვის და იჯერებს კიდეც, თითქოს წარმატება მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იყოს. ეს არის შეცდომის დაშვების, მარცხისა და წარუმატებლობის ფობია - მუდმივი შიში.
ლალოფობია - საუბრის შიში, ამ დროს ადამიანს ლაპარაკისა და ენაბორძიკობის აღმოჩენების შიში აქვს.
და ბოლოს, ამ ფობიის სახელის წარმოთქმამაც კი შეიძლება შეაშინოს ადამიანი, ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია — ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ ეს გრძელი სიტყვების წარმოთქმის შიშია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.