მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ვტორიზაციის პროცესი 13 ეტაპს მოიცავს. თითოეული მათგანის გავლა სავალდებულოა და მნიშვნელოვანი, იმისთვის რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ ავტორიზაცია მოიპოვოს.
გთავაზობთ, თითოეულ ეტაპს :
1. საავტორიზაციო განაცხადის წარდგენა;
2. საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის მაძიებლად ცნობა;
3. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;
4. ექსპერტთა ჯგუფის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის საავტორიზაციო განაცხადის შესწავლა და ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავება;
5. საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელება;
6. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის შედგენა და ცენტრში წარდგენა;
7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის დაწესებულებისთვის გაცნობა;
8. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე დაწესებულების არგუმენტირებული პოზიციის ცენტრში წარდგენა დასკვნის პროექტში ასახული ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით;
9. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ჯგუფის მიერ დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბება და ცენტრში წარდგენა;
10. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ჯგუფის დასკვნის დაწესებულებისთვის გაცნობა;
11. საავტორიზაციო განაცხადის, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე დაწესებულების მიერ ცენტრისთვის წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს წევრებისთვის გაგზავნა;
12. ავტორიზაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა და შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება;
13. დასაბუთებული გადაწყვეტილების ცენტრის მიერ გამოქვეყნება.
ავტორიზაციის შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ავტორიზაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ცენტრისთვის ოფიციალურად წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.
თითოული ეტაპის დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა