სიახლეები
სკოლები

„მნიშვნელოვანია ახალბედა მასწავლებლებმა გამოცდილი პედაგოგების აზრი გაითვალისწინონ“ - დირექტორები დამწყები პედაგოგების გამოწვევებზე საუბრობენ
28-09-2023
-
+


ახალბედა მასწავლებლები, პროფესიული საქმიანობის საწყის ეტაპზე არაერთ დაბრკოლებას აწყდებიან, მათ შორის, კოლექტივში თავის დამკვიდრება და თანამშრომლებთან ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარებაა. ხშირია შემთხვევები, როცა ისინი თანამშრომლებთან საერთო ენას ვერ პოულობენ - საინტერესოა რა არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა?!

როგორ უნდა მოიქცეს ახალბედა მასწავლებელი თუ კოლეგებთან ურთიერთობა გაუჭირდა და მათთან კომუნიკაციის დამყარება ვერ მოახერხა? - ამ თემაზე, Etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორები საუბრობენ.

რიმა მელია, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ძალიან რთულია ახალბედა მასწავლებლისთვის, ან თუნდაც ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანისთვის, ახალ გარემოსთან მორგება და მასთან ადაპტაცია. თანამშრომლებთან კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ სამუშაო გარემოში თავი კომფორტულად იგრძნოს. ხოლო, ჯანსაღი კომუნიკაციის დასამყარებლად, მისივე განწყობა არის პრიორიტეტული. კეთილგანწყობითა და თანამშრომლობის სურვილით გამსჭვალული ახალბედა პედაგოგები, მალევე შეეჩვევიან გარემოს და გამონახავენ საერთო ენას კოლეგებთან.

ამირან პაქსაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის დირექტორი: 

ვფიქრობ, ახალბედა მასწავლებელმა საკუთარ თავთან უნდა იმუშაოს. სკოლაში, აუცილებლად გამოჩნდება ერთი თანამშრომელი მაინც, რომელთან ურთიერთობასაც თავიდანვე მოახერხებს, დროთა განმავლობაში კი საკუთარ თავსაც აღმოაჩენს, ერთი დიდი ოჯახის წევრის სახით. კომუნიკაცია და თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის, ამისთვის მთავარი უშუალობა და კომუნიკაბელურობაა, რაც, როგორც კოლეგებთანაა საჭირო, ისევე მოსწავლეებთან.

ლიანა ნოზაძე, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში, თავად უნდა ჰქონდეს თანამშრომლობის სურვილი, კოლეგიალურობა ჩვენი პროფესიისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ მთავარი, კოლეგებთან კომინიკაციის დასამყარებლად მათი მზაობაა. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ ხვდებიან სკოლაში ახალ მასწავლებელს, აუცილებელია, რომ მას კეთილგანწყობით დახვდნენ, გააცნონ სკოლის შიდასამზარეულო და ხელი შეუწყონ თავის დამკვიდრებაში. შემდეგ უკვე ყველაფერი პრაქტიკაა! ჯანსაღი თანამშრომლობა საერთო მიზნისკენ სწრაფვასა და დროს მოაქვს.

ავთანდილ ეფენდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაპანახჩის საჯარო სკოლის დირექტორი:

რთული საკითხია, მისივე ხასიათზეა დამოკიდებული, ის თავად უნდა განეწყოს დადებითად და კარგი ურთიერთობის დამყარებას ეცადოს. ამაში კი ადგილობრივმა მასწავლებლებმა უნდა შეუწყონ ხელი, მას თბილად შეხვდნენ და ახალ გარემოსთან შეგუებაში დაეხმარონ. კარგი კოლექტივი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია სკოლის წარმატებული საქმიანობისთვის.

სამსონ ჯიბუტი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში გამოიჩინოს მოთმინება, შეეცადოს წარმოაჩინოს თავის საქმიანობის ძლიერი მხარე. პროფესიულად განვითარდეს (გაიაროს კომუნიკაციის ტრენინგები), რჩევა-დარიგებისთვის მიმართოს გამოცდილ კოლეგას, იმუშაოს საკუთარ თავზე თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარების კუთხით და სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევს.

ნანა პაკელიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლის დირექტორი:

კომუნიკაბელური უნდა იყოს და ყველასთან კარგი, თანამშრომლობითი, საქმიანი ურთიერთობა დაამყაროს. მნიშვნელოვანია, რომ გამოცდილი პედაგოგების აზრი გაითვალისწინოს, მათ რჩევები ჰკითხოს და ეცადოს მათი გამოცდილების გაზიარებას. დროთა განმავლობაში, შეიქმნება ისეთი გარემო, რომ შეძლებს ინტეგრაციას და სკოლა მისთვის ყველაზე საყვარელ ადგილად იქცევა.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ვის გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია, ცნობილი სასწავლო წლის დაწყებამდე გახდება - რატომ შეიცვალა დაჯილდოების თარიღი 

მასწავლებლების გამოცდების ჩატარების წესში ცვლილება შევიდა - დეტალები

თუ არჩევითი კურსი რომელიმე საგნობრივ ჯგუფს არ განეკუთვნება -  განმარტება მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის

აბიტურიენტები შედეგებს მოუთმენლად ელიან და ჩარიცხვებთან დაკავშირებით, უამრავ კითხვას სვამენ

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება