ყველა სკოლასა და ბაღში დროშები უნდა დაეშვას - 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა
27-09-2023
დაკოპირებულია
-
+
30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას 27 ივლისს სოჭში ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ დადებული შეთანხმება უძღოდა, თუმცა აფხაზური მხრიდან ის 16 სექტემბერს დაირღვა.
5 ათასი ქართველი ჯარისკაცი და 8 ათასი ქართველი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 400 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი - უსახლკაროდ დარჩა.
სოხუმის დაცემის დღეს, რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს.
მას შემდეგ 30 წელი გავიდა და 27 სექტემბერს სკოლებისა თუ ბაღების შენობებზე დროშები დაშვებული უნდა იყოს. აღნიშნულს საკითხს საქართველოს სიმბოლოების გამოყენების შესახებ დოკუმენტი არეგულირებს.