სიახლეები
სკოლები

გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს სასწავლო წლის პირველი დღე ზეიმად უქციეს
27-09-2023
-
+


მღვდელი ლუკა ჩომახიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

სკოლაში მონატრებულ მოსწავლეებს მოუთმენლად ელოდნენ, განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მიიღეს პირველკლასელები, რომლებსაც კუთვნილი კომპიუტერები და წინები გადაეცათ. გარდა ამისა, მათი საკლასო ოთახი გაარემონტეს. პატარა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად მასწავლებელმა ეთერ ცაგარეიშვილმა უქცია. 

პირველკლასელებს სწავლის დაწყება ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა და მისმა ხელმძღვანელმა - ჯულიეტა ქობალიამ მიულოცეს.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.

„პირველკლასელებს განსაკუთრებულ გარემოში მოუწიათ სწავლის დაწყება - სკოლამ უზრუნველყო მათი საკლასო ოთახის გარემონტება. ბავშვებს სიყვარულითა და სიურპრიზებით დახვდა მასწავლებელი ეთერ ცაგარეიშვილი.
პატარებს ლამაზ მოგონებად დარჩებათ ფოიერვერკებით დაწყებული სასწავლო ცხოვრება. პატარები ბედნიერები ათვალიერებდნენ საჩუქრად მიღებულ ახალ სასწავლო წიგნებსა და კომპიუტერებს.
ვულოცავთ ყველა პირველკლასელსა და ყველა მოსწავლეს ახალი 2023-24 სასწავლო წლის დაწყებას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ვის გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია, ცნობილი სასწავლო წლის დაწყებამდე გახდება - რატომ შეიცვალა დაჯილდოების თარიღი 

მასწავლებლების გამოცდების ჩატარების წესში ცვლილება შევიდა - დეტალები

თუ არჩევითი კურსი რომელიმე საგნობრივ ჯგუფს არ განეკუთვნება -  განმარტება მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის

აბიტურიენტები შედეგებს მოუთმენლად ელიან და ჩარიცხვებთან დაკავშირებით, უამრავ კითხვას სვამენ

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება