მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კლასში ყოველთვის შეიძლება იყოს ერთი მოსწავლე მაინც, რომელსაც ლექსის დამახსოვრება უჭირს და უპირატესობას მისი შინაარსის გადმოცემას ანიჭებს.
რასაკვირველია, აუცილებელია მოსწავლეს მთავარი სათქმელი, ტექსტის იდეა ესმოდეს, თუმცა ზოგჯერ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ლექსს მარტივად იმახსოვრებდეს, მით უმეტეს, რომ ამის სურვილი თავადაც ძალიან დიდი აქვთ. ამ შემთხვევაში, მოსწავლეების დახმარება პედაგოგს შეუძლია. მასწავლებლებს რჩევას უცხოელი ბლოგერი უზიარებს, რომელსაც ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
მხიარული, მარტივი ლექსებით დაიწყეთ
მოსწავლეებს ისეთი ლექსები შესთავაზეთ, რომელთა წაკითხვისასაც გამხიარულდებიან, რაც მათთვის საწყის ეტაპზე მარტივი იქნება და არ გადაიღლებიან.
ლექსი რამდენჯერმე წააკითხეთ
მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ ლექსი პროზა არ არის, მას ბევრჯერ წაკითხვა და გააზრება სჭირდება. რამდენჯერმე გამეორებით მოსწავლე ავტორის ენას, ლექსის სტრუქტურას გაიაზრებს. უთხარით, რომ ყოველი სტროფის წაკითხვის შემდეგ ის ხმამაღლა წარმოთქვან. როდესაც საკუთარ ხმას მოისმენენ, დამახსოვრება ბევრად უფრო გაუადვილდებათ.
ნება მიეცით ლექსები თვითონ აარჩიონ
მოსწავლეს უთხარით, რომ ის ლექსი ისწავლოს და კლასის წინაშე იმაზე ისაუბროს, რაც მისთვის საინტერესოა - რომელშიც მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული. ხშირად, ლექსები კონკრეტული ეპოქის წარმომადგენლების, იმდროინდელი წყობის კრიტიკისათვის იწერებოდა. თუ მოსწავლეს, რომელიმე ეპოქაზე ინფორმაცია აინტერესებს, კარგი იქნებოდა, თუ მაშინდელ ლექსებს გაეცნობოდა.
ლექსების აუდიო ვერსიების მოსმენა შესთავაზეთ
ზოგიერთი ადამიანი მოსმენით უკეთ იმახსოვრებს, ვიდრე წაკითხვით. ლექსის აუდიო ვერსიის მოსმენა ყველგან შეგიძლიათ, მას ეს უპირატესობაც აქვს.
კლასში განხილვები მოაწყვეთ
მოსწავლეებისთვის შესაძლოა მამოტივირებელი იყოს, როდესაც წაკითხული ლექსებზე ისაუბრებენ და ერთმანეთს ემოციებს გაუზიარებენ. ასე ლექსის დამახსოვრების მეტი სურვილი ექნებათ და შესაძლოა მათთვის ხელსაყრელი გზა თავადაც გამონახონ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.