სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N3 სკოლის წარმატებული მოსწავლეები, მთელი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, 100 ლარით დაფინანსდებიან
28-09-2023
-
+


წყალტუბოს N3 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული თაობა აღუზრდია. 

აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულები მშობლიურ სკოლას არც წლების შემდეგ ივიწყებენ. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა ის ინიციატივა, რომელიც კურსდამთავრებულებს - ოთარ და ბესიკ იოსელიანებს ეკუთნით. კერძოდ, სკოლის წარმატებული მოსწავლეები, მთელი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, 100 ლარით დაფინანსდებიან. 

ამ ინიციატივისთვის მათ სკოლაში დიდ მადლობას უხდიან.

„წყალტუბოში დაიბადნენ და გაიზარდნენ ადამიანები, რომლებმაც თავიანთი პირადი წარმატება ქალაქის საზოგადოების სამსახურში ჩააყენეს. ეს ადამიანები გახლავთ ჩვენი ქალაქის მკვიდრები, ბატონები ოთარ და ბესო იოსელიანები. წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის დირექცია, პედკოლექტივი, მოსწავლეები და მათი მშობლები უღრმეს მადლობას ვუხდით ბატონებს, ბესიკ და ოთარ იოსელიანებს საჭირო და მისასალმებელი ინიციატივისათვის.
წარმატებული მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში დაფინანსდებიან ყოველთვიურად 100 ლარით.
მომავალი თაობისადმი ასეთი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება მისასალმებელი და საამაყოა.
ამჯერად, თავიანთი მოქალაქეობრივი წვლილი მათი მშობლების მშობლიური სკოლის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში შეიტანეს. ბატონებმა, ოთარმა და ბესიკმა წამახალისებელი ჯილდოს დაწესებით სტიმული მისცა ახალგაზრდებს აქტიურობისათვის.
მადლობა მათ. კვლავ ბევრი სასიკეთო საქმე ეკეთებინოთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ვის გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია, ცნობილი სასწავლო წლის დაწყებამდე გახდება - რატომ შეიცვალა დაჯილდოების თარიღი 

მასწავლებლების გამოცდების ჩატარების წესში ცვლილება შევიდა - დეტალები

თუ არჩევითი კურსი რომელიმე საგნობრივ ჯგუფს არ განეკუთვნება -  განმარტება მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის

აბიტურიენტები შედეგებს მოუთმენლად ელიან და ჩარიცხვებთან დაკავშირებით, უამრავ კითხვას სვამენ

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება