სიახლეები
სკოლები

ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიაში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სამადლობელო-საჯანმრთელო პარაკლისი გადაიხადეს
28-09-2023
-
+


ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

ეს თარიღი გიმნაზიისთვის სხვა მხრივად მნიშვნელოვანი იყო, უკვე 25-ე წელია, რაც ეს საგანმანათლებლო ცენტრი არსებობს და მომავალი თაობის აღზრდაზე, სწორი ღირებულების ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე ზრუნავს. 
 
ამ დღესთან დაკავშირებით, გიმნაზიაში სამადლობელო-საჯანმრთელო პარაკლისი გადაიხადეს. მოსწავლეებს კი, ტრადიციულად, წარჩინების სიგელები და მეუფის საჩუქრები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ  მთელი დღის განმავლობაში საზეიმო განწყობა იყო, მონატრებული მოსწავლეები და მასწავლებლები ერთმანეთს ულოცავდნენ, მათ სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატრეს. მათ ეს მნიშვნელოვანი თარიღი გიმნაზიის დირექტორმა დეკანოზმა დანიელ (ვაჟა) სოლომონიძემ მიულოცა.

„ჩემო გიმნაზიელებო, გილოცავთ ინდიქტიონსა და ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონს, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. ყოვლადწმინდა სამებას შესთხოვს დედა ეკლესია, რომ აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა და ჩვენც შევთხოვთ უფალს მშვიდობას, წყალობას, სიხარულს, ჯანმრთლობასა და სულიერ სიმშვიდეს.
დღეს 25-ე წელს ვზეიმობთ ჩაქვის გიმნაზიის დაარსებიდან, ბევრი ბრძოლის, გასაჭირის, ენთუზიაზმის, დაუღალავი შრომის, სიხარულისა და სიყვარულით აშენდა, გალამაზდა და დღემდე იზრდება ჩვენი გიმნაზია.
ვმადლობთ უწმინდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს და ჩვენს მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევის, თანადგომისა და ზღვა მზრუნველობისთვის.
ასევე, ვმადლობთ აქ ნამოღვაწარ მოძღვრებს, ყველა პედაგოგსა და თანამშრომელს გაწეული შრომისა და სიყვარულისთვის.
ამ დღესთან დაკავშირებით, გადავიხადეთ სამადლობელო-საჯანმრთელო პარაკლისი, დავლოცეთ გიმნაზია და გიმნაზიელები. მოსწავლეებს გადავეცით ტრადიციულად წარჩინების სიგელები და მეუფის საჩუქრები.
ვმადლობთ უფალს ყველაფრისათვის. ბედნიერ, ნაყოფიერ, წარმატებულ სასწავლო წელს და მომავალს ვუსურვებ ჩვენს გიმნაზიას. ღმერთმა დაგლოცოთ“,- აღნიშნა გიმნაზიის დირექტორმა დეკანოზმა დანიელ (ვაჟა) სოლომონიძემ. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ვის გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია, ცნობილი სასწავლო წლის დაწყებამდე გახდება - რატომ შეიცვალა დაჯილდოების თარიღი 

მასწავლებლების გამოცდების ჩატარების წესში ცვლილება შევიდა - დეტალები

თუ არჩევითი კურსი რომელიმე საგნობრივ ჯგუფს არ განეკუთვნება -  განმარტება მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის

აბიტურიენტები შედეგებს მოუთმენლად ელიან და ჩარიცხვებთან დაკავშირებით, უამრავ კითხვას სვამენ

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება