სიახლეები
სკოლები

კერძო სკოლა „მილენიუმში“ სასწავლო წელი წარმატებითა და სასიამოვნო სიახლეებით დაიწყო
28-09-2023
-
+


რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

სადღესასწაულო განწყობაზე სკოლის მოსწავლეებმა იზრუნეს - მათ იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, რითაც ყველას განწყობა კიდევ უფრო აამაღლეს. ახალი სასწავლო წლის აღნიშვნასთან ერთად, „მილენიუმში“ გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს. 

„უნდა აღინიშნოს ყველა ის წარმატება, რომელიც გასულ სასწავლო წელს ხვდა ჩვენს სკოლას წილად. კერძოდ, „მილენიუმის“ ყველა კურსდამთავრებული უკვე სტუდენტია, სასურველ უნივერსიტეტებში, სასურველ ფაკულტეტებზე, უმაღლესი ქულებითა და გრანტებით. სკოლა მილენიუმი ულოცავს ჩვენს კურსდამთავრებულებს და სამომავლოდ კიდევ უფრო დიდ წარმატებას უსურვებს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ მოსწავლეთა წარმატებაში.
გასული სასწავლო წელი ჩვენი მასწავლებლებისთვისაც წარმატებული იყო. ჩვენმა კოლეგებმა - ინგა თაბაგარმა და ხათუნა კაპანაძემ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს. სკოლა ულოცავს მათ ამ წარმატებას და კიდევ უამრავ წარმატებას უსურვებს პროფესიულ ცხოვრებაში“,- ამბობენ სკოლაში. 

რაც შეეხება ახალ სასწავლო წელს, ის სიახლეებით დაიწყო. როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებისთვის არაფორმალურ განათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ 2023-2024 სასწავლო წელს „მილენიუმი“ მოსწავლეებს სხვადასხვა კურსს სთავაზობს.

„სიხარულით უნდა გამცნოთ, რომ სასწავლო წელი სიახლეებით დავიწყეთ.  პროგრამირება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ძირითადი პროფესიული მიმართულებაა, რომელიც ყველა ქვეყანაში აქტუალურია და ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის სასურველ უნარს წარმოადგენს საბაზისო ცოდნა ამ სფეროში.
„მილენიუმში“ ასევე დაგხვდებათ ხატვის კურსი, რომელიც ბავშვის გონებრივ განვითარებასთან ერთად ხელს უწყობს მოტორული უნარების განვითარებას და გასაქანს აძლევს მათ უსაზღვრო ფანტაზიას.
გთავაზობთ ცეკვის კურსსაც, რომელიც დამღლელი დღის შემდეგ სასიამოვნო განტვირთვა შეიძლება აღმოჩნდეს პატარებისთვის“,- აღნიშნეს „მილენიუმში“. 

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ისიც, რომ მომავალ სასწავლო წელს „მილენიუმი“ სასკოლო საზოგადოებას საკუთარ შენობაში მიიღებს. 

„მომავალ სასწავლო წელს „მილენიუმი“ საკუთარ შენობაში მიგიღებთ. ამჟამად შენობა რემონტდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. 2024-2025 წელს შენობა სრულად იქნება გარემონტებული და კეთილმოწყობილი“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ვის გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია, ცნობილი სასწავლო წლის დაწყებამდე გახდება - რატომ შეიცვალა დაჯილდოების თარიღი 

მასწავლებლების გამოცდების ჩატარების წესში ცვლილება შევიდა - დეტალები

თუ არჩევითი კურსი რომელიმე საგნობრივ ჯგუფს არ განეკუთვნება -  განმარტება მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის

აბიტურიენტები შედეგებს მოუთმენლად ელიან და ჩარიცხვებთან დაკავშირებით, უამრავ კითხვას სვამენ

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება