„საჯარო სკოლებში დირექტორების არჩევა სავარაუდოდ ოქტომბერში დასრულდება“ - ამილახვარი
03-10-2023
დაკოპირებულია
-
+
როდის ვიხალვთ საჯარო სკოლებში ახალ დირექტორებს და როდის დასრულდება სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი? - ამ კითხვებზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პასუხი არცთუ ამომწურავია, გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ განრიგი გაწერილია, დირექტორების არჩევის პროცესი კი დაწყებული.
მინისტრის თქმით, სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.
„უახლოეს მომავალში, მიდის ეს პროცესი, არის წესით გაწერილი და უახლოეს მომავალში დასრულდება. უახლოეს, მე ვფიქრობ, ოქტომბრის თვეში უნდა დასრულდეს“, - აღნიშანვს ამილახვარი.
შეგახსენებთ, რომ სერტიფიცირების პირველ ეტაპზე 1839 აპლიკანტი გავიდა, მეორე ეტაპზე გასვლის უფლება 755-მა აპლიაკნტმა მოიპოვა, საბოლოო ჯამში კი სერტიფიცირება 593-მა პირმა გაიარა.