მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში, რომელიც ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესს ეხება, ცვლილება შევიდა. დოკუმენტის თანახმად, მონაწილეობა შეუძლიათ საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, რომლებიც ელექტრონულ რეგისტრაციას გაივლიან.
აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის დროს მოსწავლე ირჩევს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასახელებას, სადაც სწავლობს, ასევე შესაბამის რეგიონსა და მუნიციპალიტეტს; უთითებს პირად ნომერსა და მობილური ტელეფონის ნომერს; ირჩევს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფარგლებში ჩასაბარებელ საგანს/საგნებს; ავსებს პაროლის ველს, რომლის გამოყენებითაც შეძლებს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში შესვლას, ხოლო რეგისტრაციის დადასტურების თაობაზე შეტყობინებას მიიღებს მობილურ ტელეფონზე.
ცვლილება შეეხო აღნიშნული წესის მე-2 მუხლს: „იმ შემთხვევაში, თუ პირი არის წინა წლის შესაბამისი საგნის/საგნების ოლიმპიადის გამარჯვებული ან საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის წინა წლების ეროვნული/სასკოლო ნაკრები გუნდის წევრი/რეზერვისტი და იგი საპატიო მიზეზით ვერ გაივლის რეგისტრაციას/ვერ მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადის პირველ ან მეორე ტურში, მას უფლება აქვს გავიდეს ოლიმპიადის შემდეგ ტურში იმ საგანში/საგნებში, რომლებზეც ვერ მიიღო მონაწილეობა პირველ ან მეორე ტურში. საპატიო მიზეზს განსაზღვრავს ცენტრი. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილის ან წინა წლების ეროვნული ნაკრები გუნდის წევრის/რეზერვისტის თაობაზე ცენტრი ეყრდნობა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას“, - ნათქვამია ბრძანებაში.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა