მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში საპატიო სტუმარს უმასპინძლეს.
სკოლას 28 სექტემბერს, ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი ეწვია.
ელჩი უფროსკლასელებს შეხვდა და ესაუბრა ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე. მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია ევროპაში, კერძოდ ავსტრიაში, უმაღლესი განათლების შესაძლებლობებისა და უპირატესობების შესახებ. მოსწავლეებმა საინტერესო კითხვები დაუსვეს სტუმარს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დიალოგი მეტად მეგობრულად და საინტერესოდ წარიმართა.
„მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ რიგით მეორე „ავსტრიული ლიტერატურული შაბათ-კვირა“ გაიმართა ბათუმში. ავსტრიული წიგნის კუთხეების წარმომადგენლები მთელი საქართველოდან 22 -24 სექტემბერს შეიკრიბნენ მზიან, ქათქათა ქალაქში, რათა მეტად გაცნობოდნენ ქვეყნის ისტორიასა და ლიტერატურას. ჩვენი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ ამ შეხვედრაში, მათ თან ახლდათ გერმანული ენის მასწავლებელი თინათინ ცირიკაშვილი. შეხვედრა მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. იგი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში შედგა“, - გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ
სკოლაში ელჩთან შეხვედრა ტკბილად გამასპინძლებით დასრულდა.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები
„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“
„წარმატებული სკოლის წარმატებული ლიდერი იუბილარია“
„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“
ესპანეთში, ბავშვები დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს