მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ეტალონი“ განახლებული ფორმატით გუნდურ კონკურსს, ამჯერად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლებისთვის ატარებს.
კონკურსში ადგილობრივი სკოლების მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს საზრიანობასა და ერუდიციაში შეეჯიბრებიან. ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის 17 სკოლის 85 მოსწავლე იღებს მონაწილეობას. კონკურსში თითოულ სკოლა ერთი, 5 კაციანი გუნდით არის წარმოდგენილი.
საქართველოს გუნდური ჩემპიონატი ეფუძნება „ეტალონის“ ზოგად და უკვე აპრობირებულ პრინციპებს, რაც გულისხმობს მოსწავლეთა სახალისო და მამოტივირებელი ფორმით სწავლა-განათლებით დაინტერესების პრინციპს, კითხვა-პასუხების შედგენის თანამედროვე მიდგომებს, წახალისების ფორმებს და ორიენტირებულია პოზიტიური განწყობის შექმნაზე. „ეტალონის“ ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობების გაფართოება წარმოადგენს
აღსანიშნავია, რომ კონკურსში აქტიურად არიან ჩართულნი ადგილობრივი ხელისუფლებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.
მოსწავლეებს გამამხნევებელი სიტყვით მიმართეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა სამსახურის უფროსმა ვაჟა სულხანიშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ზურა აზარიაშვილმა.
კონკურსის მიმდინარეობისას მოსწავლეებს ონლაინ ჩაერთო მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური, რომელმაც წარმატებები უსურვა თითოეულ გუნდს და ყურადღება გაამახვილა არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე.
პროექტის გამარჯვებულ გუნდს თეთრიწყაროს მერია 1000-ს ლარს გადასცემს, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს ექსკურსიას დაუფინანსებს. ექსკურსიის ადგილი კი მოსწავლეთა სურვილის მიხედვით განისაზღვრება.
აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილე თითოეული გუნდი სახელობითი სიგელით, ხოლო გამარჯვებულები - დიპლომებით დაჯილდოვდებიან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
შემოდგომის სემესტრის მობილობა სტუდენტებისთვის 29 იანვრიდან დაიწყება - ინფორმაცია ვაკანტური ადგილებისა და გრანტის გადატანის შესახებ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება