სიახლეები
სიახლეები, სკოლები, ეტალონი

თეთრიწყაროს „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
29-09-2023
-
+


„ეტალონის“ გუნდი განახლებული ფორმატის კონკურსით ამჯერად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს ესტუმრა. ღონისძიებას ბოგვის საჯარო სკოლა მასპინძლობდა, ხოლო მონაწილე გუნდებს ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობდნენ. 

კონკურსში ადგილობრივი სკოლების მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს საზრიანობასა და ერუდიციაში შეეჯიბრნენ. თითოეული მათგანი კონკურსზე 5 მოსწავლიანი გუნდით იყო წარმოდგენილი. 

პასუხის მოფიქრებისთვის განკუთვნილი 30 წამი, მღელვარება, მსჯელობა და გუნდური თამაში, ეს ყველაფერი გამამხნევებელი შეძახილებისა და გულშემატკივრების ემოციების ფონზე მიმდინარეობდა. მოსწავლეებისთვის „ეტალონის“ ღონისძიება დაუვიწყარ შთაბეჭდილებად და გამოცდილებად იქცა, რასაც თითოეული გუნდი თუ მონაწილე ერთსულოვნად აღნიშნავდა გამოსვლის დროს. 

მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს და ამავე დროს, „ეტალონის“ მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვაჟა სულხანიშვილმა, თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ზურა აზარიაშვილმა და მასპინძელი, ბოგვის საჯარო სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მარინე მჭედლიშვილმა. ხოლო სატელეფონო ჩართვით მიმართა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა, თეთრიწყაროს მერმა გიორგი წიკლაურმა. გაჟღერდა თეთრიწყაროს მერიის საჩუქარიც: პროექტის გამარჯვებულ გუნდს თეთრიწყაროს მერია 1000-ს ლარს გადასცემს, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს ექსკურსიას დაუფინანსებს. ექსკურსიის ადგილი კი მოსწავლეთა სურვილის მიხედვით განისაზღვრება.  

ღონისძიების მსვლელობისას სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული თეთრიწყაროელი მოსწავლეებიც. 

20 კითხვის დასასრულს კი საპრიზო ადგილის მფლობელი სამი გუნდიც გამოვლინდა: პირველ ადგილზე გავიდა სამღერეთის საჯარო სკოლა, გუნდის შემდეგი შემადგენლობით: საბა შავაძე - VI კლასი, გუგა შავაძე - VI კლასი, ანასტასია შავაძე - VI კლასი, მეგი აბულაძე - VII კლასი, ბექა აბულაძე - VII კლასი. მათ 68 ქულით პირველობის მოპოვება 338 წამში შეძლეს.

მეორე ადგილზე 61 ქულით კოდის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.
გუნდის კაპიტანი გახლდათ VII კლასის მოსწავლე ლილე მეტრეველი, მონაწილეები კი: ქრისტინე დავითაშვილი - VII კლასი, დაჩი დადუნაშვილი - VI კლასი, ლაზარე დალაქიშვილი - VI კლასი და ნინო ბერუაშვილი - VII კლასი.

55 ქულით მესამე ადგილზე გავიდა ასურეთის საჯარო სკოლის გუნდი:
ლუკა  მესტვირიშვილი - VII კლასი, გიორგი ერისთავი - VII კლასი, ეკა ჭელიძე - VII კლასი, ელენე ხაინდრავა - VII კლასი და საბა კობაიძე - VII კლასი. 

გამარჯვებული გუნდები და მათი კაპიტნები სიხარულს ვერ მალავდნენ და განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნავდნენ, რომ ამდენ ღირსეულ მონაწილეს შორის გამარჯვება მათთვის კიდევ უფრო ძვირფასი და შთამბეჭდავი იყო. 

ღონისძიების დასასრულს პროექტში მონაწილე გუნდები სახელობითი სიგელით, ხოლო გამარჯვებულები - დიპლომებით დაჯილდოვდნენ. „ეტალონის“ ავტორისა და უცვლელი წამყვანის გოჩა ტყეშელაშვილისგან კი თითოეულმა მონაწილემ დიდი შექება დაიმსახურა და იქვე, სამომავლოდ კვლავ ჩასვლის პირობაც მიიღო. 

ღონისძიების ფოტოალბომის სრულად სანახავად გადადით ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება