მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის N2 საჯარო სკოლაში 1993 წლის 27 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
სკოლის მასწავლებელმა, გული ბარკალაიამ, მოსწავლეებთან ერთად, სოხუმის დაცემიდან 30-ე წლისთავზე, პატივი მიაგო აფხაზეთში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
„საქართველოს უახლესი ისტორიის ამ უდიდეს ტრაგედიას ვერასოდეს დავივიწყებთ, ვერასოდეს დავივიწყებთ რა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა სწავლობდე და მუშაობდე სამშობლოსათვის ზვარაკად შეწირული ეროვნული გმირის- ჟიული შარტავას სკოლაში.
ამიტომაც იყო ღონისძიება აკადემიური, მოსწავლეები გულწრფელად გამოხატავდნენ სათქმელს, იყო ცრემლიც, ტკივილიც, გმირულად დაღუპული ადამიანების: ჟიული შარტავას, გურამ გაბისკირიას, გენო ადამიას, და სხვათა გახსენება. რა თქმა უნდა, - მომავლის იმედი“,- გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიებას, ჰყავდა საპატიო სტუმრები - დავით ფაცაცია- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, გურამ მისაბიშვილი-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ გადელია- სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, საბა ოდიშარია- ქალაქის საკრებულოს თავჯდომარე. დარეჯან ზარანდია- საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, საზოგადოების წარმომადგენლები, ახალგაზრდობა...
სკოლაში საპატიო სტუმრებსა და ღონისძიებაში ჩართულ მოსწავლეებსა და მასწავლებელს მადლობას უხდიან.
„მადლობას ვუხდით თანადგომისათვის ჩვენს საპატიო სტუმრებს, ქალაქის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს. ქორეოგრაფ ზვიად გვასალიას. გული მასწავლებელს და მის მოსწავლეებსა და მშობლებს“,- ვკითხულობთ სკოლის წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ