მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლას ნიჭიერი, შრომისმოყვარე და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა აქტივობაში ხშირად ერთვებიან.
ამჯერად, ქუთაისში, ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლის მიმდებარედ, ქართველი პოეტის - ნანა მეფარიშვილის ლექსის წარდგენა გაიმართა. საზეიმო ცერემონიაში ხონის N2 საჯარო სკოლის მე-5ბ კლასის მოსწავლეები - ლუკა ჩიხლაძე, გიორგი ჩარგეიშვილი, ცოტნე ჯურხაძე, სანდრო ქარქაშაძე და ლუკა ჯანელიძე მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. მოსწავლეებს, შთამბეჭდავი პრეზენტაციისთვის, მადლობა თავად პოეტმაც გადაუხადა.
როგორც სკოლაში ამბობენ, პროექტის ავტორმა, შალვა კამლაძემ ნორჩი დეკლამატორები, მასწავლებელ ნანა ლეჟავასთან ერთად, ტარიელ ხარხელაურის ლექსის წარდგინებაზე მიიწვია.
„წარმატებები მხატვრული სიტყვის ნორჩ ოსტატებს“,- ამბობენ სკოლაში, სადაც მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ