მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა სახალხო ღონისძიებაში - „შემოდგომის წყალტუბო-წყალტუბოობა“, ტრადიციულად, ჩვეული ენთუზიაზმით, აქტიურობითა და მონდომებით ჩაერთო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სახალხო დღესასწაული ყოველ წელს გრანდიოზულად აღინიშნება და მასში მოზარდი თაობა და სკოლებია ჩართული. გამონაკლისს არც წლევანდელი დღესასწაული წარმოადგენდა, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაც შთამბეჭდავად წარუდგა მოქალაქეებს.
დიდი შემართებით მიიწევდნენ მოსწავლეები და პედაგოგები, მათ კი წინ თეთრ ცხენზე შებმული ეტლით, სკოლის დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე მიუძღოდა.
„ზეიმობდა პირველი სკოლა და ყოველ ნაბიჯზე ტოვებდა მის სახელსა და ხელწერას.
შთამბეჭდავი იყო კულმინაციაც: პირველი სკოლის მოსწავლეების მიერ ორი ცოცხლად შესრულებული მუსიკალური და ორი ცეკვის ნომერი, რომელმაც განაცვიფრა და აღაფრთოვანა დამსწრე საზოგადოება.
შემოდგომის პირველი თვის ბოლო დღეს, როცა ყველაფერი ფერადი და ნაირფერია, როცა ხეზე თავს ვერ იჭერს ხმელი ფოთოლი, ჩვენი კოპწია ქალაქი დღესასწაულს „შემოდგომის წყალტუბო-წყალტუბოობა“, აღნიშნავს.
მოდიოდა პირველი სკოლა „არვის მსგავსი და არვის სადარი“, განსხვავებული და გამორჩეული - ჩაცმულობის სტილითა და ფერთა გამით, ჩვეული აკადემიურობითა და მოწესრიგებულობით. წინ კი მიუძღოდა თეთრ ცხენზე შებმული ეტლით ჩვენი სკოლის დაუღალავი დირექტორი, ფაქიზო ფანჩულიძე, როგორც „ამაყი ბრძენი“.
წარმატებები არდაგვლეოდეს! მრავალ წყალტუბოობას დაგვასწროს ზეციერმა აწ და მარადის!“, - გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ
განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ