სიახლეები
სკოლები

აფხაზეთის N10 საჯარო სკოლა წლის დემოკრატიულ სკოლად დასახელდა
02-10-2023
-
+


აფხაზეთის N10 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

სწორედ ამის დადასტურებაა ის, რომ სკოლა წლის დემოკრატიულ სკოლად დასახელდა. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია, მოადგილეებთან ერთად, დემოკრატიული სკოლების წლიურ კონფერენცია-გამოფენას დაესწრო.
კონფერენციაზე კონკურსის - „წლის დემოკრატიული სკოლა“ ერთ-ერთი გამარჯვებული, ჩხოროწყუში განთავსებული აფხაზეთის N10 საჯარო სკოლა გახდა.

სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სპეციალურმა ჟიურიმ, 2022-2023 აკადემიური წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, წლის ყველაზე დემოკრატიული ხუთი სკოლა გამოავლინა.

აფხაზეთის N10 საჯარო სკოლას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელით, წიგნების ვაუჩერი და მადლობის სიგელი გადაეცა.

„სკოლები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შეირჩა, მათ შორის: სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მოსწავლეთა ისეთი საქმიანობის ხელშეწყობა, რომელიც მიზნად ისახავს სკოლისათვის აქტუალური პრობლემების გადაჭრას, სკოლის შიდა რეგულაციებისა და გამჭვირვალობის მექანიზმების არსებობა, რომელიც ხელს უწყობს სკოლაში დემოკრატიული პროცესების წარმართვას და ა.შ“,- ვკითხულობთ გავრლებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

მასწავლებლების საყურადღებოდ - ბოლო საგნის გამოცდის ტესტები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

სიახლეები
საზოგადოება