სიახლეები
სიახლეები

„მასწავლებელმა მოსწავლს ხელები „დაუსკოჩა“ - სკოლებში ბავშვზე პერსონალის ძალადობის 151 ფაქტი დაფიქსირდა“
02-10-2023
-
+


არიან პედაგოგები, რომლებსაც გამომუშავებული აქვთ, რომ უნდა უყვირონ ბავშვს, უნდა ეჩხუბონ და მიაყენონ სიტყვიერი შეურაცხყოფა - აღნიშნულის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელმა სოფო აბულაშვილმა განათლების კომიტეტის სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში მასწავლებლისა და სკოლის პერსონალის მხრიდან მოსწავლეებზე ძალადობის 151 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, აბულაშვილი აღნიშნავს, რომ ხშირად, როცა საქმეში პოლიცია ერთვება, „მშობლები ჩვენებას ცვლიან, არ ვიცი, ეცოდებათ თუ რა ხდება“.

„პედაგოგების მხრიდან მოსწავლეებზე ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, რომ  წინა სასწავლო წლის განმავლობაში 151 შემთხვევა იყო, როცა პედაგოგის, სკოლის პერსონალის მხრიდან მოსწავლეზე მოხდა გარკვეული სახის ძალადობა. ამ შემთვევაში ვგულისხმობთ, როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს.

თუკი არის ფიზიკური ძალადობა და ბავშვი განიცდის ფიზიკურ ტკივილს, ვალდებულები ვართ, საქმეში ჩავრთოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო სამსახური. ერთ-ერთ „ქეისს“ გავიხსენებ, რომელიც თბილისში სკოლაში გვქონდა: გაკვეთილზე ბავშვი ხმაურობდა და პედაგოგმა ხელები „დაუსკოჩა“ - ამ ფაქტზე მშობელმა მოგვმართა ... ჩვენ გვქონდა ფოტოსურათებიც და შსს-ს გადავუგზავნეთ ინფორმაციაც, თუმცა რა საოცარიც უნდა იყოს, როცა ჩვენი მხრიდან ხდება საქმეში პოლიციის ჩართვა, მშობლები უკან იხევენ, ეცოდებათ პედაგოგი.. ამ შემთხვევაშიც, კარგი არა უშავს, ბავშვი ათამაშებდა ამ „სკოჩს“ და მასწავლებელმა ამიტომ „გადაუსკოჩა“ ხელები... საგამოძიებო ორგანოებთან გამოკითხვის დროს მშობელმა აღარ მისცა ჩვენება და გადათქვა უკვე ნათქვამი ფაქტიც.

ასეთი პრობლემების წინაშეც ვართ. მოგვმართავენ პრობლებით და ბოლოს გამოკითხვის ეტაპზე ეცოდებათ, თუ გული უჩუყდებათ და ხდება პირველადი ჩვენების შემსუბუქება. თუმცა ნებისმიერ ასეთ შემთხვევაზე ერთვება სკოლა, აუდიტის შიდა სამსახურიდან ხდება ფაქტის შესწავლა. ხდება სასკოლო ინტერვენცია კლასთან და პედაგოგთან მუშაობა და ა.შ.

არიან პედაგოგები, რომლებსაც გამომუშავებული აქვთ რომ უნდა უყვირონ ბავშვს, ეჩხუბონ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენონ. თვლიან, რომ ეს არაფერია და ცუდს არ სჩადიან, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც ფსიქოლოსოციალური მიმართულებით ვმუშაობთ“, - განაცხადა სოფო აბულაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

ყველაფერი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შესახებ - ცნობარი, რეგისტრაციის ინსტრუქცია და სხვა დეტალები

საჯარო სკოლების სია გამოქვეყნდა, რომლებსაც საბიუჯეტო ცვლილებები შეეხო

აუცილებელი პირობაა თითოეული მსურველის მიერ სულ მცირე ორი გამოცდის ჩაბარება

ცნობარში გაეცნობით მნიშვნელოვან ინფორმაციებს

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაის მესამე კლასში პროექტი „პური ჩვენი არსობისა" ჩატარდა

ზღუდერის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პირველი სემესტრი ტრადიციული ღონისძიებით დაასრულეს
დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ „მწვანე მომავლის“ წევრებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო სეხვედრა ჩაატარეს

აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება