მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვა ფორმდება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
იმ მაგისტრების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხელშეკრულებები, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2023 წლის 4 ოქტომბრის 18:00 საათამდე სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში უნდა ასახონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტი, სადაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საერთო სამაგისტრო გამოცდის საიდენტიფიკაციო კოდი, საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც მაგისტრანტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება.
გრანტს ვერ მოიპოვებს მაგისტრი, თუ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ რექტორის ერთიანი აქტი არ ასახა (ან ასახა დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ) ცენტრის ელექტრონულ პროგრამაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა