სიახლეები
სკოლები

ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშვიდობის საერთაშორისო დღეს საინტერესო შეხვედრა მიუძღვნეს
03-10-2023
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში, მშვიდობის დღე შემეცნებითი და საინტერესო შეხვედრით აღინიშნა.

მოსწავლეებმა, ისაუბრეს მშვიდობის მნიშვნელობაზე, ამ დღის არსი გაიაზრეს და თავიანთი დამოკიდებულებები ერთმანეთს გაუზიარეს. 

მათ აღნიშნეს, რომ  მშვიდობის საერთაშორისო დღე პირველად 1982 წელს აღინიშნა. 2001 წელს კი გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ 21 სექტემბერი ცეცხლის შეწყვეტის და ძალადობისგან თავის შეკავების დღედ გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მიწურულს, მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები მშვიდობის თემაზე.

„დღეს მსოფლიო ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა სიღარიბე, უთანასწორობა, ამოწურვადი ბუნებრივი რესურსები და ა.შ. ეს კი ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირიპირებისთვის და საფრთხეს უქმნის მშვიდობას, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. ამიტომ ყველამ ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით, გაერთიანებით უნდა შევძლოთ მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება“, -ამ სიტყვებით დაასრულეს მოსწავლეებმა, შემეცნებითი, საინტერესო, ინტერაქციული და ინფორმაციული შეხვედრა. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

400-მდე ახალი ვაკანსია საჯარო და კერძო სკოლებში - რომელი საგნის სპეციალისტებზეა მოთხოვნა

 ავტორიზაციის საბჭო 15 იანვარს ხუთი სკოლის მონიტორინგის შედეგს განიხილავს

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

ქართული დროშა სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა 

რეგისტრაცია დაიწყო - განრიგი და ტესტების ნიმუშები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა 2024 წელი გააცილეს და ახალი 2025 წლის შემობრძანება იზეიმეს

საახალწლო ზარ-ზეიმმა მთელი სკოლა მოიცვა

აღნიშნული სპექტაკლით მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ახალი 2025 წელი 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება