სიახლეები
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლაში, პროექტის ფარგლებში, არასამთავრობო გარემოდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენელს უმასპინძლეს
03-10-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, კლუბ „აქტიური მოქალაქეების“ ჩართულობით, განხორციელდა პროექტი „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესრულების მხარდაჭერა საქართველოში“. პროექტი დაიწყო 2023 წლის აპრილში და დასრულდა სექტემბერში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში 29 სექტემბერს გაიმართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე რეგიონების“ წარმომადგენელ მარიეტა ლეთოდიანთან.

მიწვეულმა სტუმარმა მოსწავლეებთან ისაუბრა კლიმატის ცვლილებებზე, მათ გამომწვევ მიზეზებზე და პრევენციის გზებზე, ენერგორესურსების მართვასა და ალტერნატიული გზების ძიებაზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა. დაიგეგმა სამომავლო შეხვედრა და თანამშრომლობა.

„ქალბატონმა მარიეტამ ორგანიზაციის სახელით სკოლას გადასცა მცირედი საჩუქარი. მადლობა მას ამ საჩუქრისა და ნაყოფიერი შეხვედრისთვის

პროექტზე მომუშავე გუნდს, თითოეულ მოსწავლეს და მათ ხელმძღვანელ მასწავლებლებს: ლია ჩიხლაძეს, ელიზა ლიპარტელიანს და შორენა გუბელაძეს, წარმატებული აქტივობების განხორციელებას ვუსურვებთ მომავალშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლების გამოცდების ჩატარების წესში ცვლილება შევიდა - დეტალები

აბიტურიენტები შედეგებს მოუთმენლად ელიან და ჩარიცხვებთან დაკავშირებით, უამრავ კითხვას სვამენ

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება