სიახლეები
სკოლები

ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და წარმომადგენლებს უმასპინძლეს
04-10-2023
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში, მნიშვნელოვანი სპორტული კვირეული გაიმართა.

28 სექტემბერს, სკოლას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ლევან კობიაშვილი, ვიცე პრეზიდენტი - კახა ჭუმბურიძე, მასობრივი ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელი - თამაზ კვერნაძე და ფედერაციის სხვა თანამშრომლები ესტუმრნენ. 

სკოლამ, საჩუქრად მნიშვნელოვანი, საჭირო და აუცილებელი რესურსები მიიღო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების, სპორტული, ჯანსაღი ცხოვრებისა და ქვეყანაში ფეხბურთის მეტად პოპულარიზაციის მიზნით ახორციელებს პროექტს - „ფეხბურთი სკოლებში“, რომლის ფარგლებშიც ფედერაციის მიერ შერჩეული კვალიფიციური მწვრთნელი - დიმა არეშიძე სკოლაში, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით ატარებს ვარჯიშებს.

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი განკუთვნილია პირველი და მეორე კლასის გოგონებისა და ბიჭებისათვის. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორის მ/შ-მა ნათია აბულაძემ სპორტის პოპულარიზაციის საქმეში, სკოლის როლზე ისაუბრა და აღნიშნული პროექტის მნიშვნელობა განსაზღვრა. 

„პროექტი - „ფეხბურთი სკოლებში“, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშემწყობია. მნიშვნელოვანია, სკოლისთვის და საზოგადოებისთვის ფედერაციის მხრიდან მხარდაჭერა. ასეთი, რამ იშვიათად ხდება და დაუვიწყარი ისტორიის ნაწილი ხდება, როცა მწვრთნელი მოსწავლეებს ფედერაციის პრეზიდენტთან და ვიცე პრეზიდენტთან ერთად უტარებს ერთი დღის ჩვეულებრივ ვარჯიშს, ეს დიდი სტიმული და მოტივაციაა. მინდა მადლობა გადავუხადო  ქვედა სიმონეთის პირველი საჯარო სკოლის სახელით, ბატონ ლევან კობიაშვილს, ბატონ კახა ჭუმბურიძეს, ბატონ თამაზ კვერნაძეს და ბატონ დიმა არეშიძეს აქტიური თანამშრომლობისათვის და მადლობა 28 სექტემბრისთვის. კიდევ ბევრი საინტერესო დღეები გვექნება“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი. 

დღე, მწვრთნელმა - დიმა არეშიძემაც შეაფასა და აღნიშნა, თუ რამდენად სამოტივაციო იყო საპატიო სტუმრების მასპინძლობა და მათთან ერთად ვარჯიშის ჩატარება.

„მნიშვნელოვანი დღე იყო იმდენად, რამდენადაც ყველა მოსწავლის სახეზე იყო სიხარული და ბედნიერება, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ჩვენ გავაკეთებთ გასაკეთებელ საქმეს ბოლომდე ისე, რომ ჩავნერგოთ ფეხბურთის სიყვარული ბავშვებში და ხელი შევუწყოთ ახალი ნიჭიერი ფეხბურთელების განვითარებას. დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლის და ფედერაციის მხარდაჭერას და გვერდით დგომას და მადლობა მათ ამის გამო“, - აღნიშნავს მწვრთნელი. 

აღსანიშნავია, რომ მშობელი - თამო სულაბერიძე, საინტერესო დღისა და ღონისძიებისთვის, სკოლას მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს. 

„ჩვენს სკოლაში ჩატარებული ღონისძიებისთვის მინდა მადლობა გადაუხადო ქალბატონ ნათიას და ბატონ დიმა არეშიძეს, ვაფასებ თქვენს მონდომებას და ძალისხმევას. თქვენ ეს წარმატებით შეძელით. ეს პროექტი მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, ერთად კიდევ მეტს შევძლებთ. წარმატებები ჰქონდეს ჩვენი სკოლას“, - აღნიშნავს მშობელი. 

სკოლას მადლობით მიმართავს კიდევ ერთი მშობელი - მაია სადუნიშვილი.

„მადლობა უნდა ვთქვა, აუცილებლად, დიმა მასწავლებლის მიმართ, რომელმაც შეძლო ასეთი საოცარი დღის ორგანიზება“, - აღნიშნავს ის. 

მადლიერია ასევე მშობელი - ნინო ჭკუასელი, რომელიც აღნიშნავს, რომ ყველა სკოლაში არ არის ასეთი შესაძლებლობები. 

„მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნათიას და ბატონ დიმა არეშიძეს ჩვენი ბავშვების გახარებისთვის, მოტივაციისთვის. ნამდვილად, ყველა სკოლას არ აქვს ასეთი შესაძლებლობა, რაც ჩვენს სკოლას მიეცა. კიდევ უამრავი წარმატება თქვენ!“, - აღნიშნავს მშობელი. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

აბიტურიენტები შედეგებს მოუთმენლად ელიან და ჩარიცხვებთან დაკავშირებით, უამრავ კითხვას სვამენ

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება