მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნიჭის, ინტელექტის, აზროვნებისა და ერუდიციის დიდი შერკინება - „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი, განახლებული ფორმატით, პირველად დმანისის მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხვადასხვა სკოლის გუნდები ერთმანეთს ღირსეულად შეეჯიბრნენ, შერკინება გამარჯვებული გუნდის გამოვლენითა და „მარგალიტი ახალგაზრდების“ აღმოჩენით დაგვირგვინდა.
აღსანიშნავია, რომ „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა და ერთმანეთს ადგილობრივი სკოლების მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეეჯიბრნენ.
პირველი ადგილი პანტიანის საჯარო სკოლამ მოიპოვა, შემდეგი შემადგენლობით: კაპიტანი - ჯანან გარიბოვა - VI კლასი, შირხან შარიფოვი - VI კლასი, სარა შარიფოვა - VI კლასი, ნაილ შარიფოვი - VII კლასი და ალი ნასიბოვი - VII კლასი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: დმანისის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი სოფო ავალიანი და დმანისის საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი - დიანა კარალოვა. ისინი Etaloni.ge-სთან საუბრისას ჩემპიონატის მიმდინარეობის პროცესს აფასებენ და მის მნიშვნელობას აღნიშნავენ:
„ძალიან საინტერესო იყო და განახლებული ფორმატი უფრო მეტად მომეწონა, გუნდური მუშაობა მოსწავლეებს არაერთ საჭირო უნარს უვითარებს. პროცესი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ერთმანეთს ღირსეული კონკურენცია გაუწიეს. „ეტალონი“ მოსწავლეთა ზოგადი განათლებისა და ინტელექტი ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატებებს გისურვებთ ამ სასიკეთო საქმეში“, - აღნიშნავს მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი სოფო ავალიანი.
„სასიხარულოა, რომ ტარდება „ეტალონი“, სადაც მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა თეორიულად მიღებული ცოდნა, პრაქტიკაში გამოიყენონ და დაინახონ სწავლისა და განვითარების აუცილებლობა. განახლებული ფორმატი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ბავშვებს ჰქონდათ საშუალება მსჯელობისა და გუნდური მუშაობის. განახლებული ფორმატი მეტად მომეწონა, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ინდივიდუალურ მუშაობასაც აქვს თავისი ძლიერი მხარეები. ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის, ძალიან საინტერესო“, - გვესაუბრება დმანისის საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი - დიანა კარალოვა.
Etaloni.ge გიზიარებთ, გამარჯვებული გუნდის კაპიტნის ჯანან გარიბოვას ემოციებს:
„ეტალონის“ ახალი ფორმატი მომეწონა. კმაყოფილი ვარ ჩვენი შედეგებით. საინტერესოდ წარიმართა შეჯიბრი. შესაძლებლობები წარმოვაჩინეთ და მიხარია, რომ წარმატებასაც მივაღწიეთ. ძალიან კარგი პროექტია და მოხარული ვარ გუნდის კაპიტანი რომ ვიყავი, თუმცა ეს მეტად საპასუხისმგებლო იყო“, - აღნიშნავს ჯანანი.
იხილეთ ასევე:
ფოტოალბომი
„ეტალონის“ გუნდურმა ჩემპიონატმა სტარტი დმანისში აიღო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
გალაკტიონს მცირე ხელფასი ჰქონდა, ისევე, როგორც ყველა მის კოლეგას...
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე