სიახლეები
სკოლები

თბილისის N142 სკოლის ინგლისური ენის მენტორი პედაგოგი - ეკატერინე ტაბატაძე მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზეა წარდგენილი
05-10-2023
-
+


თბილისის N142 საჯარო სკოლას პროფესიონალი, შედეგსა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული მასწავლებლები ჰყავს, რომლებიც ახალგაზრდების წარმატებულ მომავალზე ზრუნავენ. 

სწორედ ერთ-ერთი ასეთი პედაგოგია ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი - ეკატერინე ტაბატაძე. ის თბილისის N142 საჯარო სკოლამ მასწავლებლის ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად წარადგინა. წარმატებულ მასწავლებელს დირექტორი - ეკატერინე ენდელაძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

ეკატერინე ტაბატაძე ინგლისურ ენას მე-2, მე-4, მე-5, მე-9, მე-12 კლასების მოსწავლეებს ასწავლის. ის ამ სკოლაში საგანმანათლებლო საქმიანობას 2007 წლიდან ეწევა. 2023 წლის 14 ივნისს ეკატერინე ტაბატაძეს, თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორის მ. შ. - ეკატერინე ენდელაძის წარდგინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2021 წლის 03 ივნისის N519636 ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ, 2021 წლის 09 ივნისს კომისიის N1 სხდომაზე, „განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესი და პირობების“, თანახმად მენტორის მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
 
როგორც სკოლაში ამბობენ, ეკატერინე ტაბატაძის პედაგოგიური პრაქტიკა გამორჩეულია ფორმალური და არაფორმალური განათლების მჭიდრო ურთიერთკავშირითა და ხელშეწყობით, მაღალი თანამშრომლობითი კულტურით სასკოლო საზოგადოებასთან, ინოვაციური მიდგომებით. იგი სარგებლობს განსაკუთრებული ნდობით და პატივისცემით სასკოლო საზოგადოებაში. ნიშანდობლივია სასკოლო საზოგადოების მაღალი ჩართულობა მის მიერ განხორციელებულ პროექტებში, ბანაკებში თუ საკლუბო მუშაობაში.

ეკატერინე ტაბატაძეს აქვს ლიდერის უნარები, ნაყოფიერად თანამშრომლობს სასკოლო საზოგადოებასთან, ხშირად მიმართავენ მას ინიციატივებით, რაც ეხმარება გაუძღვეს ნებისმერ საქმეს და გავიდეს შედეგზე.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგმა - ეკატერინე ტაბატაძემ თვითმმართველობის ინიციატივით, ჩამოაყალიბა მეწარმეობის კლუბი - GEO CARD და ეკო-კლუბი -„მწვანე მომავალი“. ორივე კლუბი დღემდე წარმატებით აგრძელებს მუშაობას. ხელმძღვანელობდა სასკოლო სასწავლო პროექტებს - „თავისუფლება მრავალფეროვნებაში“ და „ჯანსაღი ცხოვრების წესი“. მიღწეული წარმატებები, მოსწავლეთა მიერ გაკეთებული უკუკავშირი/ შეფასებები, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება, მათზე მორგებული აქტივობები, კოლეგებთან თანამშრომლობა, მუდმივი მზაობა დახმარებისთვის, გასვლითი ღონისძიებები, კონკურსები, ბანაკები, კოლეგების დაინტერესება და ჩართვა არაფორმალური განათლების ხელშემწყობ საქმიანობაში ზრდის ეკატერინე ტაბატაძის ნდობას და პატივისცემას სასკოლო საზოგადოებაში.

ეკატერინე ტაბატაძე აფასებს მოსწავლის მცირე ძალისხმევას სიტყვიერი კომენტარით, მადლობით, ქულით, სიმბოლური საჩუქრით. გეგმავს გასვლით გაკვეთილებს, პროექტ-გაკვეთილებს (მედია-წიგნიერება ჩემს გაკვეთილზე), კონკურსებს (წიგნის კითხვის დღესთან დაკავშირებით „კომიქსების კონკურსი“, ენერგოეფექტურობის დღესთან დაკავშირებით , ვიდეორგოლის კონკურსი-„დავზოგოთ ენერგია“).

საყურადღებო და აღსანიშნავია, რომ მასწავლებელმა მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივირებისათვის უმარავი წარმატებული ნაბიჯი გადადგა, რაზეც სკოლაში ვრცლად საუბრობენ. 

„მეტად საინტერესო და სახალისო გამოდგა დაწყებით საგანმანათლებლო საფეხურზე ეკატერინე ტაბატაძის ხელმძღვანელობით ორგანიზებული კონკურსი „მეორადი ნივთებით ტყის დიორამების შექმნა“, რაშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები და მათი მშობლები. კონკურსის მონაწილეებმა მეორადი ნივთებით შექმნეს ტყის დიორამები. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულმა მოსწავლეებმა დიპლომები და ფასიანი საჩუქრები დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, ეკატერინე ტაბატაძის ხელმძღვანელობით დაარსებული ინგლისურენოვანი თოჯინების თეატრი. მოსწავლეებმა მათ მიერ შექმნილი მაკეტებით წარმოადგინეს ზღაპარი „სამი დათვი“. თეატრალურად წარმოადგინეს ზღაპარი „სამი გოჭი“, „წითელქუდა“. მოაწყვეს პოეზიის საღამო ინგლისურ ენაზე. წარმოდგენებს ესწრებოდა სასკოლო საზოგადოება.

ეკატერინე ტაბატაძემ მოამზადა მოსწავლეები სამეწარმეო განათლების ბანაკში მონაწილეობისთვის და 2022 წელს ორგანიზება გაუკეთა სასწავლო ბანაკს-„ეკო-ბანაკი“ ბაკურიანში. ჩაატარა გასვლითი გაკვეთილები: ახალი ნიჩბისი-საფუტკრე მეურნეობაში. პერიოდულად ატარებს სკოლის ეზოში ღია გაკვეთილებს მშობლების ჩართულობით. განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოდგა ეკატერინე ტაბატაძისა და მისი მოსწავლეების მიერ ინიცირებული პროექტი „მოლაპარაკე ხეები“ , მოსწავლეებმა სკოლის ღია სივრცეში ხეებზე გააკრეს თავიანთი ხელით შექმნილი გარემოსდაცვითი ლოზუნგები.

მოსწავლეთა მოტივაცია კიდევ უფრო იზრდება, როდესაც მათი თანასკოლელი უტარებს შეხვედრებს. ეკატერინე ტაბატაძემ 2021 წელს ჩამოაყალიბა „მოხალისე მოსწავლეთა გაერთიანება“ და 2020-21 სასწავლო წლის განმავლობაში ხელმძღვანელობა გაუწია მოსწავლეთა „შეხვედრებს ზღაპრის სამყაროში“ . 2022-23 სასწავლო წელს შეხვედრები შედგა „გარემოს დაცვასა და ეკოლოგიის თემატიკაზე “ . მოხალისე მოსწავლეთა გაერთიანების ინიციატივით, დაწყებით კლასებში ჩატარდა სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია. დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ეს იყო პირველი მცდელობა წარედგინათ თემები ეკოლოგიაზე და ესაუბრათ ფართო აუდიტორიის წინაშე.

მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, ეკატერინე ტაბატაძემ და მისმა მოსწავლეებმა 2023 წელს შექმნეს ვიდეო-რგოლი -„ მე გარემოს დამცველი“ და გამოიწვიეს ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ინგლისური ენის მასწავლებელი თათია მარდალეიშვილი და მისი მოსწავლეები და სურამის მეოთხე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი თინათინ მეტრეველი და მისი მოსწავლეები. აღნიშნული გამოწვევა გახდა სკოლათაშორისი საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი და მსგავსი აქტივობები იგეგმება სამომავლოდაც.

ეკატერინე ტაბატაძე აქტიურად თანამშრომლობს კოლეგებთან როგორც სკოლაში, ასევე საქართველოს მაშტაბით, ეროვნულ დონეზე მასწავლებლებთან. იგი უკვე ოთხი წელია მოხსენებით გამოდის მასწავლებლის სახლის და e-Twining მიერ ორგანიზებულ კონფერენციებზე, საკუთარ გამოცდილებას და პრაქტიკას უზიარებს კოლეგებს. სკოლაში სისტემატიურად ორგანიზებას უკეთებს 
სამუშაო შეხვედრებს, კოლეგებს უზიარებს საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე სიახლეებს, ასწავლის და სთავაზობს მათ სხვადასხვა სტრატეგიებს, აქტივობებს, ინსტრუმენტებს სწავლა-სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით. სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისთვის ქმნის საგანმანათლებლო რესურსებს, რასაც აზიარებს სამუშაო შეხვედრებზე და ათავსებს საკუთარ ბლოგზე.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება ძალიან ეხმარება მოსწავლეთა მოტივაციის და ჩართულობის გაზრდაში, არის ეროვნული და საერთაშორისო პროექტების ინიციატორი. მისი ავტორობით განხორციელდა ათამდე საერთაშორისო პროექტი e-Twining პორტალზე და რამდენიმე ეროვნული პროექტი („უფრო მეტი ცხოველებზე“’ „ზღაპრების სამყარო“, „ტყე შეუნახე შვილებსა“). მიღებული აქვს ეროვნული და ევროპული ხარისხები.

ეკატერინე ტაბატაძე 2023 სასწავლო წელს გახდა გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ცენტრის ორგანიზებული კონკურსის -„მწვანე ჯილდო“ ფინალისტი. მასი ინიციატივით, ხელოვნების კათედრაზე განხორციელდა პროექტი და ორგანიზება გაუკეთა მეორადი ნივთებით შექმნილი საახალწლო აქსესუარებისა და მისალოცი ბარათების გამოფენა-გაყიდვას. ღონისძიებიდან შემოსული თანხით დარგეს ციმბირული ნაძვი და ყვავილები სკოლის ეზოში. გაუკეთეს ფრინველებს სახლები, დაუმზადეს საკვებურები. ეკატერინე ტაბატაძემ და მისმა მოსწავლეებმა აქტიურად ითანამშრომლეს სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „სვოტთან“ და დახმარება გაუწიეს სკოლის სოცდაუცველი მოსწავლეების ოჯახებს არამალფუჭებადი საკვები პროდუქტებით. ეკო-კლუბში -„მწვანე მომავალი“ გაერთიანებულმა მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ტერიტორია, მეორადი ნივთებისგან შექმნეს სუვენირები და სხვა მოსწავლეებსაც მოუწოდეს, რომ ძველი ნივთები არ გადაყარონ და ჩააბარონ მათ.

ეკატერინე ტაბატაძე არის 2023 წლის ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილე და 10 ოქტომბერს მონაწილეობს ნახევარფინალურ შეხვედრაში, მისი მოსწავლეები იბრძოლებენ ფინალში მოსახვედრად.

ეკატერინე ტაბატაძე მოსწავლეებს აჩვევს თვითონ გადაჭრან პრობლემა, იაზროვნონ კრიტიკულად. e-Twinning პორტალზე განხორციელებული პროექტებისათვის ჯილდოდ, 2021 წლის 2-5 ოქტომბერს იმყოფებოდა მივლინებით შემაჯამებელ კონფერენციაზე პორტუგალიაში.

ეკატერინე ტაბატაძე არის e-Twinning მიერ გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებული მოსწავლეებთან ერთად: მოსწავლეებთან ერთად შექმნილი ვიდეორგოლი -„დემოკრატიული ჩართულობა“, 2021 წელს პროექტ-გაკვეთილი-„მედიაწიგნიერება ჩემს გაკვეთილზე“. ასევე არის ეკო-კლუბების გაერთიანების (ხელმძღვანელი: ა. მანჯავიძე) მიერ გამოცხადებულ „დებატების კონკურსის“ გამარჯვებული მოსწავლეებთან ერთად (დებატების თემა-კლიმატის ცვლილება).

ეკატერინე ტაბატაძე ხელმძღვანელობს სკოლის სამეწარმეო განათლების კლუბს GEO CARD. კლუბის მოსწავლეებმა შექმნეს პროდუქტი- GEO CARD და ჩამოაყალიბეს დირექტორთა საბჭო, გადაინაწილეს ფუნქციები, დაწერეს ბიზნეს გეგმა. კლუბის მიერ შექმნილმა პროდუქტმა მონაწილეობა მიიღო ჯუნიორ ეჩივმენტის გამოცხადებულ კონკურსში რის შედეგადაც, მიენიჭათ გაყიდვის უფლება. მიიწვიეს სამეწარმეო განათლების ფესტივალზე „თბილისი მოლში“. მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეწარმეო განათლების ფესტივალზე. მონაწილეებს უხდებოდათ ჟიურის წინაშე პროდუქტის წარდგენა. სამეწარმეო კლუბის ფარგლებში, კლუბის წევრებმა ჩააბარეს ESP გამოცდა და აიღეს 123 ქვეყანაში აღიარებული სერტიფიკატები, რაც მათ შეუძლიათ წარუდგინონ დამსაქმებელს და გამოიყენონ სამუშაო გამოცდილების მტკიცებულებად. სამეწარმეო კლუბის მუშაობის ფარგლებში სკოლამ მიიღო სამეწარმეო განათლების ხელშეწყობისათვის მადლობის სიგელი.

ეკატერინე ტაბატაძე ხელმძღვანელობს სკოლის ეკო-კლუბს „მწვანე მომავალი“. კლუბის მიერ განხორციელდა მრავალფეროვანი პროექტები: „ნარჩენების მართვა“, „ტრანსფორმაცის“, „ვისწავლოთ მათემატიკა“ „ფუტკრები“, „ტყე შეუნახე შვილებსა“ დ ა.შ.

ეკატერინე ტაბატაძე 2020-2021, წლებში იყო „მაიკროსოფტის“ ექპერტ მასწავლებელი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებთან ერთად განახორციელა ვირტუალური ექსკურსიები მსოფლიოს მასშტაბით (გეოლოგიის მუზეუმი, ანტარქტიდა, პოლარული დათვები) და ჰქონდათ ონლაინ შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან.

ეკატერინე ტაბატაძეს, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის წარმატებით დანერგვის აქტიური მხარდაჭერისთვის და სასკოლო-სასწავლო კონფერენციების ორგანიზებისთვის სკოლის დირექციისგან მიღებული აქვს მადლობის სიგელები.

ეკატერინე ტაბატაძე 2020 წლიდან არის სკოლის მასწავლებელთა ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის წევრი. ესწრება კოლეგებს გაკვეთილებზე, აძლევს მათ ეფექტურ უკუკავშირს სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში, თანამშრომლობს მათთან და ხშირად არის სამუშაო შეხვედრების ორგანიზატორი.

ეკატერინე ტაბატაძე 2020 წლიდან დღემდე ახორციელებს საწრეო მუშაობას მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადა “Besafenet”- ზე მონაწილეობის მისაღებად. მისმა მოსწავლეებმა იციან, როგორ იმოქმედონ და დაეხმარონ სხვას ბუნებრივი თუ ქიმიური კატასტროფების დროს. მოსწავლეები ხვდებიან საუკეთესო 20 პროცენტში და ღებულობენ წარმატებული მონაწილის სერტიფიკატებს.

ეკატერინე ტაბატაძემ მოქალაქეობრივ საწყისებზე (ანაზღაურების გარეშე), მონაწილეობა მიიღო „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრულ მასწავლებელთა პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიო) შეფასების ექსპერტთა ჯგუფის მუშაობაში, რითაც მხარი დაუჭირა და წვლილი შეიტანა განათლების სისტემაში მომსახურე მასწავლებლებს პროფესიულ და კარიერულ წინსვლაში.

მიმაჩნია, რომ ეკატერინე ტაბატაძის პიროვნული და პროფესიული მიდგომები, სწავლების სტილი, პიროვნული ურთიერთობები კოლეგებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების ხელშეწყობას.

ამჟამად, ეკატერინე ტაბატაძე ელოდება „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსის პასუხებს დებატების კლუბის ხელმძღვანელის პოზიციაზე. მან განახორციელა STEAM -მიმართულების საკონკურსო საერთაშორისო ინგლისურენოვანი პროექტი-„ვისწავლოთ მათემატიკა“.

ეკატერინე ტაბატაძე პირადი მაგალითით ცდილობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას. მოსწავლეებს აჩვევს რას ნიშნავს იზეიმო გამარჯვება ან ისწავლო როგორ გააუმჯობესო და მიაღწიო გამარჯვებას. მისი მოტივაცია, ინტერესი, მიზანდასახულობა, პიროვნული თვისებები აძლევს სასკოლო საზოგადოებას ბიძგს, რომ იშრომონ ხალისით, ჩაერთონ პროცესში, გახდნენ ღირსეული მოქალაქეები, ჰქონდეთ მაღალი პასუხიმგებლობის განცდა, იზრუნონ საზოგადოების კეთილდღეობაზე.

თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური საზოგადოება, მოსწავლეები და მშობლები სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ინგლისური ენის მასწავლებლის, ეკატერინე ტაბატაძის კანდიდატურის წარდგინებას მასწავლებლის ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად“,- ვკითხულობთ თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორის მ.შ-ის ეკატერინე ენდელაძის წერილში. 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება