სიახლეები
სკოლები

სხალთის საჯარო სკოლის პედაგოგ ნაზი მიქელაძეს „საპატიო ხულოელის“ წოდება მიენიჭა
05-10-2023
-
+


აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლაში პროფესიულ განვითარებასა და საკუთარ საქმეზე შეყვარებული პედაგოგები ასწავლიან.

ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელია ნაზი მიქელაძე, რომელსაც სხალთა-ხიხანის ისტორიულ ხეობაში გამართულ „ტბელობისსახალხო ზეიმზე „საპატიო ხულოელის“ წოდება მიენიჭა.

„ხულოში მასწავლებლის შრომის დანახვაც იციან და სათანადოდ დაფასებაც...

ტბელ აბუსერიძის - (დაახლოებით 1190 -1240 წწ) - ქართველი პროზაიკოსის, ჰიმნოგრაფის, მწიგნობრის და ასტრონომის, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კანონიზირებული - წმინდანად აღიარებული გამოჩენილი საერო და საეკლესიო მოღვაწის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარება აჭარის ამ ძირძველ მიწაზე უკვე ტრადიციად იქცა. გარდა იმისა, რომ სახალხო დღესასწაული გაიმართა, ასევე მოკრძალებული, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი ტბელ აბუსერისძის სახელობის მუზეუმიც გაიხსნა. საქართველოს წარმოუდგენლად საინტერესო ისტორია კიდევ ერთხელ განახლდა და მზადაა დაინტერესებულებს ფრიად საინტერესო ცნობები მიაწოდოს“, - აღნიშნავს ამავე სკოლის პედაგოგი ქეთევან ჩემია.

აღნიშნულ ზეიმზე ბევრი სტუმარი მივიდა, რომლებმაც ადგილობრივებთან ერთად, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ სახელოვან წინაპრებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. 

„სხალთის საჯარო სკოლას ჰყავს ხულოს „საპატიო ხულოელის წოდებით“ დაჯილდოებული ნაზი მასწავლებელი, რომელსაც არაერთ სფეროში წარმატებული საქმიანობისათვის  „საპატიო წოდება“ აქვს მინიჭებული. იგი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს მოღვაწეობას განათლების და კულტურის სფეროში! ტბელობის დღესასწაულზე ნაზი მიქელაძემ საკუთარ ლექსზე შექმნილი „ტბელობისადმი“ მიძღვნილი სიმღერა თანაგუნდელებთან ერთად შეასრულა. კიდევ ბევრი წარმატება მიგველოცოს სხალთის საჯარო სკოლისთვის“, - ამბობს პედაგოგი ქეთევან ჩემია.

ფოტოებზე: პედაგოგი ნაზი მიქელაძე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან ერთად 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება