სიახლეები
სიახლეები, სკოლები, ეტალონი

ხობის „ეტალონი გუნდი“ ცნობილია
05-10-2023
-
+


4 ოქტომბერს, ხობის სასკოლო საზოგადოება მართლაც ერთ ოჯახად გაერთიანდა, ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში შეიკრიბა და „ეტალონის გუნდურ“ ჩემპიონატს უმასპინძლა. 

დაუვიწყარი იყო თითოეული მონაწილისა თუ გულშემატკივრისათვის ღონისძიების დღე - ცოდნის ზეიმმა ხობის სკოლების მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებს ახალი გამოცდილება და თავდაჯერება შემატა, დამსწრეებს კი მომავალი თაობით სიამაყის კიდე ერთი საფუძველი მისცა.

მონაწილე მოსწავლეების მიმართ წამყვანისა და სტუმრების მამოტივირებელი და გამამხნევებელი სიტყვები ერთმანეთს ენაცვლებოდა. მთელი ღონისძიების ლაიტმოტივი მომავალი თაობის მარგალიტების აღმოჩენა და წარმოჩენა იყო. „ეტალონში“ ხომ დამარცხებული არავინაა და თითოეული წამი ახალი გამოცდილებისა და თავდაჯერების მომტანია. დიდ დარბაზში შეკრებილი თითოეული ადამიანის თვალებში იმ დღეს მართლაც იკითხებოდა სიამაყე და თითოეული მონაწილის წარმატებით გამოწვეული სიხარული. 

ხობის „ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ერთმანეთს 23 სკოლის მე-6 და მე-7 კლასის 115 მოსწავლე შეეჯიბრა. გუნდურ ჩემპიონატს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი ლევანი ქავთარაძე, მერის მოადგილე, ბატონი დავით ბერაია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ქალბატონი ელისო კვიკვინია, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი ბეატრისა რუსია და ხობის საზოგადოებრივი ცენტრის უფროსი, ბატონი კობა კობახიძე. 

ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც. 

20 კითხვის დასასრულს კი საპრიზო ადგილის მფლობელი სამი გუნდიც გამოვლინდა: პირველ ადგილზე გავიდა პატარა ფოთის საჯარო სკოლა, გუნდის შემდეგი შემადგენლობით: ლუკა სილაგავა - VII კლასი, ნიკოლოზ კორძაძე - VII კლასი, საბა ცხოვრებაძე -  VII კლასი, ანასტასია სარალიძე - VI კლასი, ნინო ნაცვლიშვილი - VI კლასი. მათ 77 ქულით პირველობის მოპოვება 142 წამში შეძლეს.

მეორე ადგილი დაიკავა საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის გუნდმა 70 ქულით, რომლის მოპოვებისთვის 373 წამი დასჭირდათ. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ანდრია ხვიჩია - VI კლასი, გიორგი ჩიქოვანი - VI კლასი, ლიზი ზარანდია - VI კლასი, ანანო პერტახია - VII კლასი, საბა ჭანტურია - VII კლასი.

მესამე ადგილი კი, 66 ქულით 339 წამში, მოიპოვა შუა ხორგის საჯარო სკოლის გუნდმა შემდეგი შემადგენლობით: მარიამი ხორავა - VI კლასი, მეგი გეგეჭკორი - VI კლასი, ანა გაბრავა - VII კლასი, ლიკა ყურუა - VII კლასი, ნიკოლოზ შურღულაია - VII კლასი. 

გულწრფელი ემოციები, მუნიციპალიტეტის სახელის ღირსეული წარმოჩენა და ჯანსაღი შეჯიბრი - ყველაფერი ეს ხობის „გუნდურ ჩემპიონატზე“ არსებულ გარემოზე ითქმის. მონაწილეთა წარმატებების შესახებ კი დარწმუნებულები ვართ, მთელი საქართველო კიდევ არაერთხელ გაიგებს.

ღონისძიების ფოტოალბომის სრულად სანახავად გადადით ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება