მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სახელმძღვანელოებისა და გრიფირების პროცესის ცვლილებების აუცილებლობაზე ყურადღების გამახვილებისკენ განათლების მინისტრს, თბილისის 35-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მიხეილ ჩიკვილაძემ მოუწოდა. რომელსაც გიორგი ამილახვარმა სატელევიზო ფორმატში გამართული დისკუსისას უპასუხა.
სახელმძღვანელოები სავსეა ფაქტობრივი თუ ორთოგრაფიული შეცდომებით და მათით სწავლება შეუძლებელია, აღნიშნა დირექტორმა.
„აუცილებლად არის გადასახედი სახელმძღვანელოები, ამაზე მსჯელობა სერიოზულად მოგვიწევს, ასევე გრიფირების პროცესურებთან, რადგან კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით. სავსეა ფაქტობრივი და ორთოგრაფიული [შეცდომებით] და წარმოუდგენელია ამ სახელმძღვანელოებით სწავლება. იქნებ ამ საკითხებზე ვისმჯელოთ და გავამახვილოთ ყურადღება“, - აღნიშნა მიხეილ ჩიკვილაძემ.
დირექტორის კომენტარის საპასუხოდ გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ: „სასწავლო რესურსები, რა თქმა უნდა [გადასახედია], მათ შორის, სახელმძღვანელოები, ლაბორატორიები და გრიფირება უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ყურადღებას გავამახვილებთ“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა